დილჯიტ დოსანი

დილჯიტ დოსანი მრავალი ტალანტის მქონე პოპულარული ადამიანია, რომელიც ცნობილია მიღწევებით როგორც მომღერლის, ისე მსახიობის, პროდიუსერისა და ინფლუენსერის რანგში. ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ჩალმიანი შემსრულებელი, რომელიც ტაიმზ-სკვერზე გამოვიდა და პირი, რომლის ქანდაკებაც ინახება მადამ ტიუსოს მუზეუმში. დილჯიტის პოპულარულობა განსაკუთრებულად გაიზარდა, როგორც პენჯაბური, მოგვიანებით კი, ბოლივუდის ფილმების წამყვანი მსახიობი, როდესაც ისეთ ითამაშა ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან აკშაი კუმარი, კარინა კაპური და ალია ბატი. მან უამრავი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდო მიიღო, ჰყავს გულშემატკივრების უდიდესი ამალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში. დილჯიტი პირველი ინდოელი შემსრულებელიც არის, რომელიც გამოვიდა 2023 წლის ფესტივალზე „Coachella“, ახლახან კი მონაწილეობა მიიღო Netflix-ის წარმოებულ ფილმში „Jogi“. ამჟამად ის მონაწილეობს ფილმში იმტიაზ ალისთან ერთად, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე.