ჯონ ბატისტი მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა, პროდუქტიული და დახელოვნებული მუსიკოსია. ბატისტმა ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო მსოფლიოში ცნობილ ჯულიარდის სკოლაში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. 2020 წელს მან მიიღო „ოსკარი“ „Disney/Pixar“-ის წარმოებული ფილმის „SOUL“ „საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის“. ეს ჯილდო მან გაიზიარა კოლეგა კომპოზიტორებთან ტრენტ რეზნორთან და ატიკუს როსთან ერთად. ის რიგით მეორე შავკანიანი კომპოზიტორია ისტორიაში ლეგენდარული ჯაზ-მუსიკოსის ჰერბი ჰენკონის შემდეგ, რომელმაც მიიღო „ოსკარი“ ფილმისთვის შექმნილი მუსიკისთვის. ბატისტის უახლესი სტუდიური ალბომი „WE ARE“ 2021 წლის მარტში გამოვიდა და მან კრიტიკოსების აღფთოვანებული გამოხმაურება მიიღო. ამან კი გამოიწვია მისი წარდგენა „გრემის“ აკადემიის 11 ნომინაციაში 7 სხვადასხვა კატეგორიაში, რაც აკადემიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. „გრემის“ ზემოხსენებული ნომინაციებიდან მან 5-ში აიღო ჯილდო, მათ შორის კი „წლის საუკეთესო ალბომია“.