Imagine Dragons

Imagine Dragons ისევ აგრძელებს 21-ე საუკუნის როკის განსაზღვრებაში ცვლილების შეტანას. ლას-ვეგასის კვარტეტის კონცერტებისთვის ისევ სავსეა სტადიონები, მის მიერ შექმნილი ჰიმნები ისევ მქუხარეა. ის ყოველ ჯერზე ახერხებს მუსიკალურ ინდუსტრიაში რეკორდების დამყარებას. Imagine Dragons არის „GRAMMY® Award“-ის ბრილიანტის ჯილდოს მფლობელი. ბენდი ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი როკ-ჯგუფის ტიტულს. ჯამურად გაყიდული აქვს 66 მილიონი ალბომის ასლი, 55 მილიონი ციფრული სიმღერა და 110 მილიარდი მოსმენა აქვს ინტერნეტში. ჯგუფი გამოირჩევა, როგორც „ერთადერთი ბენდი ისტორიაში, რომელმაც მოიპოვა „RIAA“-ს ბრილიანტის სინგლი,“ კერძოდ „Radioactive“ (14 პლატინის კატეგორია), „Believer“ (10 პლატინის კატეგორია), „Demons“ (10 პლატინის კატეგორია) და „Thunder“ (10 პლატინის კატეგორია). 2009 წელს დაარსების შემდეგ, ჯგუფი ზედიზედ ხუთჯერ მოხვდა დებიუტანტთა საუკეთესო ათეულში Billboard-ში, საუკეთესო 200 შემსრულებელს შორის, „Night Visions“ სტუდია, [2012] (7 პლატინის ალბომი) (KIDinaKORNER/Interscope), „Smoke + Mirrors“ [2015] (პლატინის ალბომი) (KIDinaKORNER/Interscope), „Evolve“ [2017] (3 პლატინის ალბომი) (KIDinaKORNER/Interscope), „Origins“ [2018] (პლატინის ალბომი)( KIDinaKORNER/Interscope), and „Mercury – Act 1“ [2021]( KIDinaKORNER/Interscope). როდესაც 2022 წელს „Mercury – Act 2“ (KIDinaKORNER/Interscope) გამოსცა, ჯგუფმა დაასრულა პიველი ორმაგი ალბომი ოპუსი, რომლის პროდიუსერი გახლდათ ლეგენდარული რიკ რუბინი. ჰიტად ქცეულმა სინგლმა „Bones“, რომელიც შევიდა ალბომში „Mercury Act 2“, ახლახან დაიკავა პირველი ადგილი რადიოტალღაზე „Alternative Radio“, ხოლო „Spotify“-ში ის ისევ მსოფლიოს 50 საუკეთესო სიმღერას შორისაა. ბენდის ჰიტად ქცეულმა ერთობლივმა პროექტმა აღმოსავლეთ ატლანტაში დამკვიდრებულ J.I.D.-თან, სახელწოდებით „Enemy“, მილიონობით მოსმენა დააგროვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლოს კი „IFPI Global Singles Chart“-ში მე-6 ადგილი დაიმკვიდრა 2022 წელს. მყარად ლიდერობს რადიოტალღის ჩარტებზე და ბენდი ჯერ კიდევ არის ოთხი ბენდიდან ერთ-ერთი, რომელსაც ოდესმე „Alternative Radio“-ში ერთდროულად დაუკავებია 5 საუკეთესო სინგლის ადგილი და ის ერთადერთი ბენდია, რომელმაც ეს მიღწევა გაიმეორა.“  ჯგუფი შეძლებისდაგვარად თანამშრომლობდა ყველასთან: კენდრიკ ლამართან, ლილ უეინთან, ვიზ ხალიფასთან თუ ავიჩისთან, აგრეთვე კომპოზიტორ ჰანს ციმმერთან, რომელიც კონოსთვის წერს მუსიკას. ჯგუფი ქველმოქმედებაშიც ჩართულია და მილიონობით აშშ დოლარი აქვს მოზიდული სხვადასხვა საქველმოქმედი მიზნისთვის, მათ შორისა, ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ტაილერ რობინსონის ფონდი“, წამყვანი ვოკალისტი დენ რეინოლდსის ფონდ „LOVELOUD“ და ლგბტქ+ ახალგაზრდობის მხარდასაჭერი ფესტივალი. 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუნდი დაასახელა „UNITED 24“-ის კეთილი ნების ელჩად, რომელიც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ეწევა. სულ ახლახან კი ჯგუფმა „Imagine Dragons“ მოიპოვა 2022 წლის „American Music Awards“-ის ოთხი შთამბეჭდავი ნომინაცია: „საუკეთესო პოპ ჟანრის დუეტი ან ჯგუფი“, „საუკეთესო როკ-შემსრულებელი“, „საუკეთესო როკ-ალბომი“ და „საუკეთესო როკ-სიმღერა“. ამასთანავე, ის დასახელდა „People's Choice Awards 2022“-ის „2022 წლის საუკეთესო ჯგუფად“.