J.I.D

„გრემიზე“ ნომინირებული შემსრულებელი J.I.D დაიბადა და გაიზარდა აღმოსავლეთ ატლანტაში. ის იზრდებოდა მშობლების კლასიკური, ფანკისა თუ სოულის ფირების კოლექციის გავლენით, 2015 წელს კი სცენაზე გამოჩნდა თავისი პირველი მინიალბომით „DiCaprio“. ამ მინიალბომში შევიდა სიმღერები, რომლებიც შეიქმნა ჰიპ-ჰოპ ჟანრის დუეტ „EARTHGANG“-თან თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მომღერალი ამ დუეტის ტურნეს შეუერთდა. სწორედ ამ ტურნეში შენიშნა ის J.Cole-მა, რის შედეგადაც J.I.D-მ მაშინვე გააფორმა კონტრაქტი „Dreamville/Interscope Records“ სტუდიასთან. კონტრაქტის ხელმოწერიდან მცირე ხნის შემდეგ, J.I.D-მ შექმნა მნიშვნელოვანი ლეიბლის სადებიუტო ალბომი „The Never Story“ (2017), რომელმაც დიდი პოპულარობა მიიღო. მალევე, მან შექმნა კრიტიკოსების მიერ მოწონებული ალბომიც „DiCaprio“ 2 (2018). მისმა მეორე ალბომმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პრესისა და გემოვნების კანონმდებლებისგან, როგორებიც არის „Rolling Stone“, „Billboard“, „FADER“, „NPR“ ეს კი რეპერს დაეხმარა, შესულიყო მოცემული წლის „XXL’s Freshmen class“-ის სიაში. 2019 წელს J.I.D-მ გააგრძელა ტემპი, როგორც რეპის ყველაზე საინტერესო ახალმა ვარსკვლავმა, რითაც მოიპოვა „Dreamville“-ს პლატინის სერტიფიკატი ალბომისთვის „Revenge of the Dreamers III“ . ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა „Billboard Top 200“-ის ჩარტებში, მიიღო „გრემის“ ჯილდო რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის, „საუკეთესო რეპ-ალბომისა“ და „საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის“. J.I.D-მ მუშაობა დაიწყო მომდევნო ალბომზე „The Forever Story“. ამ პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკონცერტო დარბაზებისა და ფესტივალების სცენებზე კონცერტის ბილეთები სრულად იყიდებოდა. ის თანამშრომლობდა სხვა შემსრულებლებთან, როგორებიცაა „გრემიზე“ ნომინირებული ალბომის „Planet HER“ ავტორი Doja Cat, ასევე, დუა ლიპა, დენზელ კარი, სულ ახლახან კი მათ სიას შეუერთდა ჯონ ლეჯენდი და ჯოუი ბედესი. სადებიუტო ალბომი „The Forever Story“ მოხვდა მე-12 ადგილზე „Billboard Hot 200“-ის ჩარტში და კრიტიკოსების მხრიდან შეფასდა, როგორც „კლასიკა“ („Clash“) და წლის ერთ-ერთი „საუკეთესო რეპ-ალბომი“ („GQ, The Ringer“). J.I.D-ს განცხადებამ, რომ R&B ჟანრის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან, სმინოსთან ერთად ქვეყნის მასშტაბით გეგმავდა ტურნეს, სახელწოდებით „Luv Is 4 Ever“, გულშემატკივრების სიხარული გამოიწვია. ტურნეზე ბილეთები თითქმის მომენტალურად გაიყიდა ჯერ კიდევ წინასწარი გაყიდვების დროს, ამის შემდეგ კი გამოცხადდა ბილეთების გაყიდვის პერიოდი დამატებითი თარიღებისთვის. J.I.D მხურვალე გულშემატკივრებს შორის დიდი სიყვარულით სარგებლობს იმის გამო, რომ მისი მელოდიები ცოცხალია, ტექსტებით გადმოცეულ იდეებს ყველა ეთანხმება, რეპი სწრაფია, ამასთანავე, შემსრულებელი სპორტული ჟინით ძალას არ იშურებს, სრულყოფილი გახდეს, რის გამოც დიდი ალბათობაა, რომ ის გახდეს ამ მუსიკალური მიმდინარეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეპერი.