ზაქ ტაბუდლომ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო სოლო გამოსვლებით, შემდეგ მუსიკალურ ჯგუფს შეუერთდა, მერე კი დუეტში გამოფიოდა. საბოლოოდ, გზა გაიკვალა, როგორც მომღერალმა, სიმღერების ავტორმა და პროდიუსერმა. მომღერალმა თავი დაიმკვიდრა ისეთი ჰიტების შესრულებით, როგორებიცაა „Binibini“, „Pano“ და „Give Me Your Forever“. ამასთანავე, ის თანამშრომლობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებელთან, მათ შორის არიან ჯონი ორლანდო, ჯეიმზ TW, ბილკინი, ტიარა ანდინი და Yonnyboii. 2022 წელს მუსიკოსი გახდა Spotify-ზე ყველაზე პოპულარული შემსრულებელი ფილიპინებში ტეილორ სვიფტისა და BTS-ის შემდეგ. ზაქს მიაჩნია, რომ მიწაზე მყარად დგომა ნიშნავს საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას იმ დროს, როდესაც შეუჩერებლად მიეშურება საკუთარი ოცნებისკენ — მსოფლიოს დასაპყრობად მუსიკის მეშვეობით. რადგანაც ზაქ ტაბუდლოსთვის „თვითონ მუსიკა იყო ოცნება“.