შეი გილი

ანუშა ბაბარ გილი, პროფესიული ფესვდონიმით შეი გილი 24 წლის მომღერალია პაკისტანიდან, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ლაჰორში. ძველი კლასიკური მუსიკების მისმა ინტერპრეტაციებმა თუ ქავერ-ვერსიებმა რამდენიმე წლის წინ გარკვეული ყურადღება მიიპყრო Instagram-ზე. მისი ბოლო სიმღერა „Pasoori“, რომელიც ალი სეთისთან ერთად შეასრულა Coke Studio Season 14-ში, მომენტალურად გახდა პოპულარული და მსოფლიოს ჩარტების ლიდერი. შაეს შემოქმედებითი გზა მისი მეგობრის ოთახიდან დაიწო, სადაც მან სხვადასხვა პაკისტანური სიმღერის ქავერ-ვერსიები შეასრულა და საკუთარ Instagram-ზე ატვირთა. მათ გასაკვირად, ვიდეოები იმაზე მეტმა ადამიანმა შენიშნა, ვიდრე მეგობრები მოელოდნენ და საბოლოოდ, სულმა, Coke Studio Season 14-ის პროდიუსერმა, ის აიყვანა გუნდში, რომ ალი სეთისთან ერთად შეესრულებინა სიმღერა „Pasoori“.