ნესტი კ

ყველა თაობაში იბადება ვარსკვლავი, რომელიც მათ ხმას ასახავს. სწორედ ასეთი შემსრულებელია ნსიკაესიჩვე დევიდ ნგკობო (დაიბადა 1997 წლის 1-ელ თებერვალს), უფრო მეტად ცნობილია ფსევდონიმით ნესტი კ. მრავალი ჯილდოსა და პლატინის ალბომების მფლობელი მუსიკოსი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან არის. ის დაიბადა კვაზულუ-ნატალის პროვინციის ქალაქ დურბანში. ბავშვობაში „აფრიკის ყველაზე მაგარი“ ბავშვის სახელით იცნობდნენ.  საკუთარ როლს სერიოზულად ეკიდება და ამბობს: „მე არასდროს ვედევნები ოცნებას, მე მას ვქმნი“.  მისი მეორე ალბომი „Strings and Bling“, რომელმაც რეკორდები მოხსნა და „RISA“-ს პლატინის ალბომის მფლობელი ორჯერ გახდა ინტერნეტში 90 მილიონზე მეტი მოსმენის გამო. ალბომმა დასაბამი დაუდო ოთხი მრავალი პლატინის მფლობელ სინგლს. ესენია: „King“, „Jungle“, „Strings And Bling“ და „SMA“.  საერთაშორისოდ მისი აღიარების შედეგად 2020 წელს მოხდა კონტრაქტის გაფორმება „Def Jam US“ სტუდიასთან და მისი მესამე ალბომის, „Zulu Man With Some Power“-ის გამოშვება, რომელმაც მთელ მსოფლიოში ფურორი მოახდინა. ალბომში შევიდა ერთობლივი ნამუშევრები სხვა შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: T.I, არი ლენოქსი, ლილ გოთით და ლილ კიიდი. 2022 წელს ახალი ერა დაიწყო, რომელშიც ნესტი კ თანამშრომლობდა ჯონი ვოქერთან და ვიდეოთამაშთან „Call of Duty“.  „Ivyson Army Tour & Mixtape“-ის წარმატების შემდეგ, რომელიც ასახავს ჰიპ-ჰოპის მდიდარ კულტურას კონტინენტზე, ნესტი კ მუშაობს მეოთხე სტუდიურ ალბომზე. ის აგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანასა და მუსიკალური ინდუსტრიისთვის მიმართულების კარნახს, როგორც პიონერი და ახალი ელემენტების შემომტანი.