რამდენიმე პლატინის, "GRAMMY®“ აკადემიის, „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ პრემიების მფლობელი
შემსრულებელი და სიმღერების ავტორი სემ სმითი ბოლო დროინდელ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მუსიკოსია, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში აღსანიშნავ წარმატებას მიაღწია. „Gloria“ სემ სმითის მეოთხე სტუდიური ალბომია. ის კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს მუსიკოსს, ვიდრე წინა, 2020 წლის ალბომ, „Love Goes“-მა მოუტანა, რომელიც კრიტიკოსების მხრიდან აღიარებული იყო. სემ სმითს 38 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული, ასევე, 283 მილიონი სინგლი, მისი სიმღერების ჩამოტვირთვების რაოდენობა კი 51 მილიარდია. მისმა სადებიურტო ალბომმა „In the Lonely Hour“, რამდენიმე პლატინა მოიპოვა, რითაც ათწლეულის განმავლობაში გაყიდვების მხრივ სადებიუტო ალბომებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. სემის გამორჩეული ვოკალური მონაცემების წყალობით მუსიკოსმა ერთობლივი პროექტი შექმნა ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან კელვინ ჰარისი მსოფლიო დონის ჰიტზე „Proises“, ნორმანისთან R&B ჟანრის ჰიტზე „Dancing With A Stranger“, რომელიც საყოველთაო სიყვარულის ღირსი გახდა, ასევე, აფრიკელ სუპერვარსკვლავთან, ბერნა ბოისთან „My Oasis“-ზე. სემ სმითმა გინესის მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა — გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში ზედიზედ ყველაზე მეტი კვირის განმავლობაში მოხვედრის გამო (2014 წლის სადებიუტო ნაშრომისთვის „In The Lonely Hour“) და ასევე, გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში ჯეიმს ბონდის თემის პირველ ადგილზე მოხვედრისთვის („ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კინოპრემიების ლაურეატ ფილმში „Writing's on the Wall“ გაჟღერებული სიმღერისთვის).