თქვენს წინაშეა კოკა-კოლას კონფიდენციალურობის პოლიტიკა (კონფიდენციალურობის პოლიტიკა).

კოკა-კოლას კომპანია და მისი აფილირებული პირები (ერთად, კოკა-კოლა ან ჩვენ) სრული სერიოზულობით ვეკიდებით თქვენს უფლებას კონფიდენციალურობის შესახებ. ჩვენ ვაფასებთ, რომ გვანდობთ თქვენს პირად მონაცემებს და გაცნობებთ, რომ ჩვენი თქვენთან ურთიერთობის საფუძველი თქვენი კონფიდენციალურობის პატივისცემაა.

კოკა-კოლას მიერ პირადი მონაცემის დამუშავება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • გამჭვირვალობა

  • პატივისცემა

  • ნდობა 

  • სამართლიანობა

ძალაში შესვლის თარიღი [DATE], 2023

კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც კოკა-კოლა მის მიერ მართული ვებგვერდის, მობილური აპლიკაციების („აპლიკაციები“), ვიჯეტებისა და სხვა ონლაინ და ოფლაინ სერვისების (ერთად, „სერვისები“) მომხმარებლებისაგან აგროვებს და, ასევე, თუ როგორ იცავს იგი ამ პერსონალურ ინფორმაციას. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასევე აღწერს თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს სხვადასხვა არჩევანის გაკეთება მათ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ პერსონალურ ინფორმაციას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ჩვენ ვგულისხმობთ იმ ინფორმაციას, რომელიც ახდენს ან შესაძლოა ახდენდეს ინდივიდუალური ადამიანის ვინაობის იდენტიფიცირებას. ეს ნიშნავს, რომ პერსონალური ინფორმაცია მოიცავს პირდაპირ იდენტიფიკატორებს (როგორიცაა სახელი) ან არაპირდაპირ ინდიკატორებს (როგორიცაა კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ID და IP მისამართები). როდესაც ჩვენ გასახელებთ თქვენ ან მომხმარებელს, ვგულისხმობთ ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ჩვენს რომელიმე სერვისებს. როდესაც ჩვენ გასახელებთ კონტროლიორს, ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანს ან დაწესებულებას, რომელიც ადგენს, თუ რა პერსონალური ინფორმაცია უნდა შეგროვდეს თქვენგან ან თქვენს შესახებ და როგორ უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გამოყენება და დაცვა.

თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას რეგულირდება იმ ადგილობრივი კანონმდებლობით სადაც ვოპერირებთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული პრაქტიკა განსხვავებულ ადგილებში. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კონფიდენციალურობის უფლება და არჩევანი [ყურადღებით გაეცანით ბმულს კონფიდენციალურობის უფლებისა და არჩევანის შესახებ სხვადასხვა იურისდიქციის თანახმად], რომელიც აღწერს თქვენი უფლებებისა და ჩვენი ვალდებულებების დამატებით ასპექტებს გარკვეული იურისდიქციის ფარგლებში და ასევე, თუ ვის უნდა დაუკავშირდეთ.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, თუ როგორ ამუშავებს კოკა-კოლა თქვენს პირად მონაცემებს, გთხოვთ მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: PRIVACY@COCA-COLA.COM.

რა არის კონფიდენციალურობის პოლიტიკა?

კონფიდენციალურობის პოლიტიკა დაყოფილია შემდეგ განყოფილებებად:

 
  1. როდის მოქმედებს ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა? 

  2. სად მოქმედებს ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა? 

  3. როგორი სახის პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს კოკა-კოლა და რატომ? 

  4. როგორ იყენებს კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაციას? 

  5. იყენებს თუ არა კოკა-კოლა ქუქი-ჩანაწერებს? 

  6. როგორ ავრცელებს კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაციას

  7. როგორ იცავს კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაციას?

  8. რამდენი ხანი ინახავს კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაციას

  9. რა არჩევანია ხელმისაწვდომი პერსონალური ინფორმაციისთვის?

  10. როგორ იცავს კოკა-კოლა ბავშვთა კონფიდენციალურობის უფლებებს?

  11. გადასცემს თუ არა კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაცის სხვა ქვეყნებს?

  12. როდის შეიცვალა ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  13. კონფიდენციალურობის პოლიტიკა და არჩევანის შესაძლებლობა 

1. როდის მოქმედებს ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა?

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ახალი მომხმარებელთათვის [საჯაროდ გამოქვეყნების დღეს] 2023 წელს.

კოკ-კოლას კონფიდენციალურობის პოლიტიკის ძველი ვერსიები მოქმედებს [საჯარო გამოქვეყნების თარიღამდე + 10 დღე] 

და ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე Privacy@coca-cola.com მოთხოვნისამებრ.

2. სად მოქმედებს ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა?

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციის შეგროვებას, რომლებიც სარგებლობდნენ სერვისებით, რომელშიც გამოქვეყნებული იყო კონფიდენციალურობის პოლიტიკა ან წარმოდგენილი იყო ბმულის სახით ან რომელშიც კოკა-კოლა განსაზღვრავდა კონფიდენციალურობის პოლიტიკას სერვისებში ან ითხოვდა მათზე დათანხმებას. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასევე ეხება იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მომხმარებლებისაგან რომლებიც გვიკავშირდებიან ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის საშუალებით ან უინტერნეტოდ ან რაიმე ღონისძიების დროს.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა ასევე ეხებოდეს იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ სოციალური მედიის საშუალებით დაკავშირებული მომხმარებლებისაგან. გთხოვთ დაგვიკავშირდით Privacy@coca-cola.com-ზე თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ეხება თუ არა კონფიდენციალურობის პოლიტიკა სოციალური მედიის საშუალებით შეგროვებულ სპეციფიურ პერსონალურ ინფორმაციას.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ეხება იმ ვებსაიტებსა და ონლაინ სერვისებს, რომლებიც იმართება სხვა ორგანიზაციების მიერ. მსგავს ვებგვერდებსა და სერვისებზე მოქმედებს თავიანთი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და არა ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკა თუ როგორ მუშავდება თქვენი პერსონალური ინფორმაცია მათ მიერ.

3. როგორი სახის პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს კოკა-კოლა და რატომ?

ა) ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვიზიარებთ თქვენი არჩევანით

ჩვენ ვაგროვებთ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ირჩევთ რომ გაგვიზიაროთ ჩვენ. 

როგორც წესი პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ თქვენი სურვილით გვიზიარებთ, მოიცავს ქვემოთ აღწერილ პერსონალური ინფორმაციის სახეებს. გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას, რომ გაიგოთ მეტი თუ რა კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს კოკა-კოლა და რატომ.

საკონტაქტო და ანგარიშის შესახებ ინფორმაცია.

სერვისებისათვის ანგარიშის შექმნისას კოკა-კოლა გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან მობილური ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი. ჩვენ ასევე შესაძლოა შევაგროვოთ ანგარიშის სახელი და პაროლი, ასაკი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი იდენტიფიკატორი ან მსგავსი საკონტაქტო ინფორმაცია. 

  • რომ შეინარჩუნოთ თქვენი ონლაინ ანგარიში თუ გადაწყვეტთ რომ შექმნათ ასეთი.

  • გარკვეული სერვისების იდენტურობისა და ლეგიტიმურობის შესამოწმებლად

  • იმისათვის, რომ მოგარგოთ სერვისები პერსონალურად

  • რომ შემოგთავაზოთ ექსკლუზიურ კონტენტთან, ფასდაკლებებთან და სხვა შესაძლებლობებთან წვდომა.

  • გათამაშების, კონკურსის ან სხვა აქციის ან ლოიალურობის პროგრამის ადმინისტრირებისათვის.

  • შესყიდვის დასრულების და პროდუქციის მიწოდებისათვის 

  • გამოგიგზავნოთ ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობთ დაგაინტერესებთ და ზოგჯერ პერსონალიზებულია თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული პერსონალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

  • მოითხოვოს თქვენი შეფასება ან კვლევა ახალ პროდუქტთან დაკავშირებით

  • რომ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს და მოგაწოდოთ მომხმარებელთა მომსახურების სერვისი

  • კვლევისა და ინოვაციისათვის

  • როდესაც თქვენ პერსონალურად ესწრებით ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებულია ან ფინანსდება კოკა-კოლას მიერ ან პროდუქციის არჩევის ღონისძიებას.

მომხმარებლის გენერირებული კონტენტი (UGC) 

კოკა-კოლა აგროვებს იმ პოსტებს, კომენტარებს, მოსაზრებებს, ხმოვან ჩანაწერებს, ფოტოებს და ვიდეოებს, რომლებსაც თქვენ თვლით რომ მიაწოდოთ სერვისების საშუალებით.

  • მოახდინოს ონლაინ კომუნიკაციის მონიტორინგი 

  • რომ ჩაიწეროს და იმოქმედოს თქვენი იმ კომენტარებისა და მოსაზრებების მიხედვით, როგორიცაა მომხმარებელთა კვლევები და სხვა თავისუფალი ფორმის ტექსტური ველები.

  • თქვენი მონაწილეობის ადმინისტრირებამ სარეკლამო აქციებში, რომლებიც მოიცავს UGC-ს წარდგენას.

  • შეაგროვოს მომხმარებელთა ფოტოები სხვადასხვა სარეკლამო აქციებსა და სერვისებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ინფორმაცია, რომელიც ასოცირდება სოციალური მედიის პლატფორმის ანგარიშთან

როდესაც თქვენ უკავშირდებით ან შედიხართ სერვისებში ისეთი სოციალური მედიის ანგარიშის მეშვეობით, როგორიცაა Meta და Twitter, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, რომელზე წვდომაც ნებადართულია სოციალური პლატფორმითა და თქვენი ანგარიშის მეშვეობით. ასეთი ინფორმაციაა, მთავარი ფოტო, ელექტრონული ფოსტა, მოწონება და ინტერესი და მეგობრები, მიმდევრები ან მსგავსი ჩამონათვალი.

  • მოახდინოს სერვისების პერსონალიზაცია.

  • უპასუხოს თქვენს კომენტარებსა და მოთხოვნებს, რომლებიც გამოქვეყნებულია სოციალური მედიის პლატფორმაზე და გააკეთოს კომუნიკაციის ანალიზი (როგორიცაა ტვიტები ან პოსტები) კოკა-კოლასთან ან მის შესახებ რომ უკეთესად გაიგოს მომხმარებელთა აზრი კოკა-კოლას შესახებ.

(თუ თქვენ მოგვიანებით გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ გვქონდეს წვდომა თქვენს ინფორმაციაზე თქვენი სოციალური მედიის ანგარიშების მეშვეობით, გთხოვთ, შეცვალოთ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის კონფიდენციალურობის პარამეტრები).

ადგილმდებარეობის მონაცემები

ზუსტი გეოლოკაცია (GPS) როდესაც იგი ნებადართულია მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემით. 

დაახლოებითი ადგილმდებარეობა ხელმისაწვდომი IP მისამართის, WiFi კავშირით, Bluetooth-ით ან უკაბელო ქსელური სერვისით, რომელიც ავტომატურად გროვდება, როდესაც თქვენ იყენებთ სერვისებს. 

  • იმისათვის, რომ მოგარგოთ სერვისები პერსონალურად

  • გაცნობოთ, როდესაც პროდუქტები, სარეკლამო ან სხვა ღონისძიებები მიმდინარეობს თქვენთან ახლოს ან უფლება მისცეს სხვა მომხმარებლებს დაინახონ თქვენი ლოკაცია თუ თქვენ ჩართული გაქვთ ლოკაციის გაზიარების ფუნქცია

  • გააგზავნოს გეოგრაფიულად რელევანტური რეკლამები

სხვა პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სერვისების ფარგლებში

  • ონლაინ ჯგუფების ადმინისტრირება 

  • სერვისების რეკლამებისა და სხვა ფუნქციების მართვა, რომლებიც ნებას გრთავენ გააზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია

  • მომხმარებელთა ფოტოების შეგროვება გარკვეულ პრომო აქციებში ან სხვა აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაგალითად როგორიცაა Coca‑Cola’s ჭკვიანი მაცივრები

ბ) ინფორმაცია ჩვენი აპლიკაციების გამოყენებასთან დაკავშირებით

როდესაც თქვენ ტვირთავთ და აყენებთ ჩვენს რომელიმე აპლიკაციას, თუ რომელ ინფორმაციას ვაგროვებთ დამოკიდებულია თქვენი მობილური მოწყობილობის ოპერაციულ სისტემასა და ნებართვებზე. ფუნქციონირებისათვის ჩვენს აპლიკაციებს სჭირდება გარკვეული ფუნქციები და მონაცემები თქვენი მობილური მოწყობილობიდან. მაგალითად, თუ გსურთ შეუფერხებლად ისარგებლოთ აპლიკაციით, ჩვენ უნდა შევაგროვოთ და დავუკავშირდეთ ინფორმაციას თქვენი ბრაუზერიდან. 

აპლიკაციის მიერ კონკრეტული ინფორმაციის შეგროვების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი მოწყობილობის პარამეტრები ან იმ ცალკეული პლატფორმის ნებადართული ინფორმაცია (მაგ. Google Play და the App Store), რომლიდანაც გადმოტვირთეთ აპლიკაცია. გარკვეული აპლიკაციები ასევე იძლევა შესაძლებლობას აპლიკაციის პარამეტრებში შეამოწმოთ ან შეცვალოთ ცალკეულ მონაცემთა შეგროვების სტატუსი. თუ თქვენ შეცვლით თქვენს პარამეტრებს, აპლიკაციის გარკვეულმა ფუნქციებმა შესაძლოა სათანადოდ არ იმუშავონ.

იმისათვის, რომ სრულად შეაჩეროთ აპლიკაციის მეშვეობით ინფორმაციის შეგროვება, გთხოვთ გააუქმეთ აპლიკაცია. 

გ) სერვისის გამოყენებისას ავტომატურად შეგროვებადი ინფორმაცია.

ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას სერვისების გამოყენების თაობაზე მომხმარებელთა კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობებიდან. შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, გარკვეული ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა წარმოადგენდეს პერსონალურ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ავტომატურად გროვდება ქუქი-ჩანაწერების, პიქსელების, ვებ შუქურების და სხვა მსგავსი მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგიით (ერთობლივად, მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგია).

ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ, მოიცავს შემდეგს: 

  • ინფორმაცია თქვენი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა მოწყობილობის ტიპი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ბრაუზერის ტიპი, ინტერნეტ სერვისის მომწოდებელი, მობილური ქსელი და ოპერაციული სისტემა 

  • IP მისამართი და ფართო გეოგრაფიული მდებარეობა (მაგ., ლოკაცია ქვეყნის ან ქალაქის დონეზე). 

  • თუ როგორ ურთიერთქმედებს კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა სერვისებთან, მათ შორის სერვისზე წვდომის თარიღი და დრო, ძიების მოთხოვნები და შედეგები, მაუსის დაწკაპუნება და მოძრაობები, სპეციფიურ ვებ გვერდებზე წვდომა, ბმულებზე დაწკაპუნება და ვიდეოების ყურება.

  • ტრაფიკისა და გამოყენების გაზომვები

  • მესამე პირის საიტების ან სერვისების მონაცემები, რომლებზეც წვდომა განხორციელდა ამ სერვისების გამოყენებამდე. ეს მონაცემები გამოიყენება რომ რეკლამები მომხმარებელთათვის გახდეს უფრო რელევანტური. 

  • ურთიერთქმედება ჩვენს მარკეტინგულ კომუნიკაციებთან, როგორიცაა კოკა-კოლას ელწერილის გახსნა და გახსნის დრო

დ) მესამე პირებისგან შეგროვებული ინფორმაცია

დრო და დრო, ჩვენ ვიღებთ პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებისგან, რომელიც გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ჩვენი მომხმარებელი, გავხადოთ მათი გამოცდილება პერსონალიზებული და მოვახდინოთ ჩვენი სერვისების უფრო ეფექტური რეკლამირება და გაუმჯობესება. 

მესამე პირისაგან ჩვენ მიერ მიღებული პერსონალური ინფორმაციის სახეებს წარმოადგენს შემდეგი:

  • შესყიდვებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია. ბარათით განხორციელებული შესყიდვები მუშავდება მესამე პირის გადახდის სისტემებით. კოკა-კოლას არ აქვს წვდომა სრულ საბანკო ანგარიშებთან, საკრედიტო თუ სადებეტო ბარათების ნომრებთან.

  • პერსონალური ინფორმაცია, რომელიც კომერციულად ხელმისაწვდომია მარკეტინგული სერვისების მომწოდებლებისაგან ან რომელიც შეგროვებულია მარკეტინგული პარტნიორებისაგან და შეგროვებულია მათ მიერ სხვადასხვა კამპანიებსა და ღონისძიებებზე. ეს ინფორმაცია გამოიყენება იმ ინდივიდების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ შეიტყონ მეტი კოკა-კოლას შესახებ და დამატებით შეავსონ ის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც უკვე გვაქვს. 

  • პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მესამე პირის სარეკლამო მომსახურების მომწოდებელი პარტნიორებისაგან და რომელიც გვეხმარება ეფექტურად უზრუნველვყოთ რეკლამების შესაფერისობა 

  • პერონალური ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია კოკა-კოლას ჩამომსხმელი პარტნიორებისაგან 

  • საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური ინფორმაცია

  • პერსონალური ინფორმაცია სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან (მაგრამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში).

ჩვენ შეიძლება გავაერთიანოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ფლობს კოკა-კოლა, ან რომელსაც ფლობს მესამე პირის მონაცემთა წყაროებიდან. ჩვენ ვითხოვთ, რომ თითოეულმა მონაცემთა მომწოდებელმა მესამე პირმა დაგვიდასტუროს რომ ისინი აზიარებენ პერსონალურ მონაცემებს კოკა-კოლასთან მომხმარებლების ინფორმირების შედეგად ან სხვა კანონიერი გზით. 

სხვა ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულია თქვენი თანხმობის შედეგად. 

იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ახალ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, მიიღოთ ექსკლუზიური კონტენტი ან გამოსცადოთ ახალი ფუნქციები, ჩვენ შესაძლოა გთხოვოთ თანხმობა სპეციფიური პერსონალური ინფორმაციის შეგროვების თაობაზე. კონფიდენციალურობის ზოგიერთი კანონის თანახმად, კოკა-კოლა ვალდებულია მოიპოვოს თანხმობა პერსონალური ინფორმაციის მოპოვებასა და შეგროვებაზე. დეტალებისთვის გთხოვთ იხილეთ 9-ე ნაწილი

4. როგორ იყენებს კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაციას?

კოკა-კოლა იყენებს პერსონალურ ინფორმაციას სერვისების უზრუნველყოფისა და გაუმჯობესებისთვის, ბიზნესის მართვისთვის, მომხმარებელთა და ჩვენი სამართლებრივი უფლებების დაცვისთვის.

ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას, რომ უზრუნველეყოთ, გავაუმჯობესოთ და მოვახდინოთ სერვისების პერსონალიზება (როგორც ეს ნებადართულია ცალკეულად მოქმედი კანონმდებლობით), მათ შორის:

  • რომ შევქმნათ და განვაახლოთ მომხმარებელთა ანგარიშები და დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნები 

  • მოვახდინოთ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის იმ მონაცემთა ბაზაში ცენტრალიზება, რომელიც მართულია მესამე პირის მიერ ჩვენი სახელით და დავურთოთ მესამე პირის მიერ შეგროვებული ინფორმაცია

  • მომხმარებლებთან გავაგზავნოთ მარკეტინგული და არაკომერციული შეტყობინებები 

  • დავუშვათ მომხმარებლებს შორის ონლაინ კომუნიკაცია

  • მიზნობრივი რეკლამებისათვის (ასევე ზოგჯერ მოხსენიებული, როგორც პერსონალიზებული ან ინტერესზე დაფუძნებული რეკლამები), რომლებიც ეფუძნება მომხმარებელთა ისეთ ონლაინ აქტივობას, როგორიცაა იმ ვებსაიტებზე შესვლა, რომლებზეც განთავსებულია ჩვენი სარეკლამო პარტნიორების რეკლამები ან ქუქი-ჩანაწერები და რომელთაგან ზოგი ეფუძნება გეოლოკაციას.

  • რომ უკეთ გავიცნოთ ჩვენი მომხმარებელი და შევძლოთ იმ კონტენტის შეთავაზება, რომელიც ჩვენი აზრით უფრო დააინტერესებს ზოგიერთ მათგანს

  • პოპულარიზაციისა და ლოიალურობის პროგრამის მართვისათვის 

  • მომხმარებელთა მომსახურებისათვის 

  • რომ მოვახდინოთ იმის ანალიზი, თუ როგორ ურთიერთობს მომხმარებელი სერვისებთან, დავადგინოთ აქტივობის ტენდენცია და შევიმუშაოთ ახალი ფუნქციები და კონტენტი, რომელიც უპასუხებს მომხმარებელთა მოთხოვნებს. 

  • რომ გავაუმჯობესოთ სერვისები და მომხმარებელთა მიერ მათი გამოყენების გამოცდილება

  • მონაცემთა ანალიზისთვის, კვლევის, პროდუქტის განვითარებისა და მანქანური სწავლებისათვის, რაც გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიცნოთ მომხმარებელი და შევთავაზოთ მათ მათთვის სასურველი ინოვაცია 

  • სერვისების მონიტორინგისა და ტესტირებისათვის, მათ შორის ოპერაციული პრობლემების მოგვარება

  • ანონიმური მონაცემების შესაქმნელად, რომელიც არ ექვემდებარება კონფიდენციალურ პოლიტიკას და გამოიყენება კოკა-კოლას პროდუქციისა და სერვისების გაუმჯობესებისათვის ან მსგავსი საქმიანი მიზნებისათვის და სხვაგვარად, როგორც ეს ნებადართულია ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით.

  • სერვისების არაავტორიზებული, თაღლითური და არაკანონიერი გზით გამოყენების აღმოჩენისა და მათი თავიდან არიდებისათვის

  • რისკების მართვისა და მსგავსი ადმინისტრაციული მიზნებისათვის, როგორიცაა მომხმარებელთა ხელშეკრულებებთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი და ასევე იმ კანონების დაცვის კონტროლი რომელიც ეხება კოკა-კოლას.

5. იყენებს თუ არა კოკა-კოლა ქუქი-ჩანაწერებსა და სხვა მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგიებს?

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ჩანაწერებსა და მონაცემთა შეგროვების სხვა ტექნოლოგიებს, რომ ამოგიცნოთ თქვენ და/ან თქვენი მოწყობილობა, როდესაც იყენებთ სერვისებს და შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენ შესახებ. 

ზოგიერთ ვებსაიტებს, რომლებიც წარმოადგენს სერვისების ნაწილებს, აქვს შესაბამისი შეტყობინებები იმ ქუქი-ჩანაწერებისა და სხვა მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ვებსაიტებისა და მომხმარებლებისთვის. თუ ეწვევით კოკა-კოლას ვებსაიტს, რომელზეც გამოიყენება ქუქი-ჩანაწერები, გამოჩნდება შეტყობინება ვებსაიტის ქუქი-ჩანაწერების გამოყენების თაობაზე.

რა არის ქუქი-ჩანაწერები?

ქუქი-ჩანაწერები არის მოკლე ტექსტური ფაილები, რომლებიც იგზავნება ან ხელმისაწვდომია თქვენი ვებ ბრაუზერის ან კომპიუტერის მყარი დისკის მეშვეობით. ჩვეულებრივ, ქუქი-ჩანაწერები შეიცავს დომენის სახელს (ინტერნეტ ლოკაციას), რომლისგანაც შეიქმნა ეს ფაილი, ქუქი-ჩანაწერის „მოქმედების ვადას“ (ანუ როდის უქმდება) და შემთხვევითი წესით გენერირებულ უნიკალურ ნომერს ან მსგავს იდენტიფიკატორს. ქუქი-ჩანაწერი ასევე შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის შესახებ, როგორიცაა პარამეტრები, ნახვების ისტორია და აქტივობები, რომელიც შესრულდა სერვისების გამოყენებისას. 

კოკა-კოლა ასევე იყენებს „პიქსელებს“ (ზოგჯერ მოხსენიებულს, როგორც ვებ-შუქურას). პიქსელები წარმოადგენს გამჭვირვალე გამოსახულებებს, რომლებსაც შეუძლია შეაგროვოს ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის გახსნისა და ვებსაიტების გამოყენების შესახებ, სხვადასხვა ვებსაიტებზე და სხვადასხვა დროში.

ქუქი-ჩანაწერებს, რომლებსაც კოკა-კოლა იყენებს სერვისებში ეწოდება ძირითადი ქუქი-ჩანაწერები. ქუქი-ჩანაწერებს, რომლებსაც იყენებს ნებისმიერი მესამე პირი სერვისებში ეწოდება მესამე პირის ქუქი-ჩანაწერები. მესამე პირის ქუქი-ჩანაწერები უზრუნველყოფს მესამე პირის ისეთ ფუნქციებს ან ფუნქციონალს სერვისებში ან მათი საშუალებით, როგორიცაა ანალიტიკა და მარკეტინგული ავტომატიზაცია. მხარეებს, რომლებიც აყენებენ მესამე პირის ქუქი-ჩანაწერებს, შეუძლიათ ამოიცნონ თქვენი მოწყობილობა როდესაც იყენებთ მას სერვისზე წვდომისათვის ან როდესაც სტუმრობთ ზოგიერთ სხვა ვებსაიტებს. ქუქი-ჩანაწერების შესახებ დამატებითი ზოგადი ინფორმაციისათვის, ესტუმრეთ საიტს www.allaboutcookies.org

ზოგიერთი ვებ-ბრაუზერი (მათ შორის Safari, Internet Explorer, Firefox და Chrome) შეიცავს ფუნქციას „თვალყური არ ადევნო“ (DNT) ან მსგავსი ფუნქციებს, რომლებიც ატყობინებს ვებსაიტებს, რომ მომხმარებელს არ სურს თვალი ადევნონ ონლაინ სივრცეში მის აქტივობასა და ქცევას. თუ ვებსაიტი პასუხობს გარკვეულ DNT სიგნალს, იღებს DNT სიგნალს, ბრაუზერი ბლოკავს ამ ვებსაიტის მიერ ბრაუზერის ქეშიდან გარკვეული ინფორმაციის შეგროვებას. DNT შესაძლებლობა არ აქვს ყველა ბრაუზერს და ჯერჯერობით არა ყველა DNT სიგნალია ერთგვაროვანი. ამ მიზეზით, ბევრი ვებსაიტის ოპერატორი, მათ შორის კოკა-კოლა ჯერჯერობით არ პასუხობს DNT სიგნალს.

რატომ იყენებს კოკა-კოლა ქუქი-ჩანაწერებსა და სხვა მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგიას?

ზოგიერთი ქუქი-ჩანაწერი საჭიროა სერვისების მუშაობისათვის. სხვა ქუქი-ჩანაწერები გვაძლევს საშუალებას თვალი ვადევნოთ მომხმარებელთა ინტერესებს სამიზნე რეკლამებისა და სერვისების მათზე უკეთესად მორგებისათვის.

სერვისების ფარგლებში მოწოდებული ქუქი-ჩანაწერები და რისთვის გამოიყენება ისინი:

  • მკაცრად აუცილებელი ქუქი-ჩანაწერები საჭიროა სერვისების მუშაობისათვის. 

  • შესრულებული სამუშაოს ან ანალიტიკის ქუქი-ჩანაწერები აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება სერვისები იმისათვის, რომ შევძლოთ მათი ანალიზი და გაუმჯობესება. შესრულებული სამუშაოს ან ანალიტიკის ქუქი-ჩანაწერები, როგორც წესი, რჩება თქვენს კომპიუტერში ბრაუზერის დახურვის შემდეგაც მანამ, სანამ არ წაშლით მათ.

  • რეკლამების ქუქი-ჩანაწერები გამოიყენება იმისათვის, რომ სარეკლამო შეტყობინებები გავხადოთ თქვენთვის უფრო რელევანტური და გვაჩვენებს იმ რეკლამებს, რომლებიც ეფუძნება თქვენს ინტერესებს, ასევე ამცირებს ერთი და იგივე რეკლამის ზედმეტად ხშირად ჩვენებას და უზრუნველყოფს რომ რეკლამები სწორად იყოს ნაჩვენები რეკლამის განმთავსებლებისთვის. 

  • სოციალური მედიის ქუქი-ჩანაწერები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოახდინონ სოციალურ პლატფორმებთან ურთიერთქმედება უფრო მარტივად. ჩვენ არ ვაკონტროლებთ სოციალური მედიის ქუქი-ჩანაწერებს და ისინი არ გვაძლევს თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებზე წვდომას თქვენი ნებართვის გარეშე. გამოყენებული ქუქი-ჩანაწერების თაობაზე ინფორმაციისათვის გთხოვთ გაეცანით შესაბამისი სოციალური მედია პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. 

მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კოკა-კოლას განახორციელოს ერთი ვებსაიტიდან მეორეზე გადასვლის მოცდის დროის მონიტორინგი, მიაწოდოს და მოახდინოს ქუქი-ჩანაწერებთან კომუნიკაცია, გაიგოს სტუმრობენ თუ არა მომხმარებლები სერვისებს მესამე პირის ვებსაიტზე განთავსებული რეკლამების ნახვის შემდეგ, გააუმჯობესოს სერვისების მუშაობა და გაზომოს ჩვენი ელექტრონული ფოსტის მარკეტინგული კამპანიების წარმატება. კოკა-კოლას ქუქი-ჩანაწერების პოლიტიკა (ხელმისაწვდომია გარკვეული იურისდიქციის შემთხვევაში) აღწერს კოკა-კოლას მიერ მონაცემთა შეგროვების ტექნოლოგიის გამოყენებას.

სადაც ეს დასაშვებია ადგილობრივი კანონმდებლობით, სერვისები სამიზნე რეკლამებისათვის იყენებს Google Analytics-ს (რომელსაც Google ზოგჯერ მოიხსენიებს, როგორც „რემარტერკინგს“). Google იყენებს ქუქი-ჩანაწერებს, რომლებსაც Google ხედავს, როდესაც მომხმარებლები სტუმრობენ სხვადასხვა ვებსაიტებს. Google-ის ქუქი-ჩანაწერების საშუალებით შეგროვებულ მონაცემებს კოკა-კოლა იყენებს ანალიზისთვის, თუ როგორ გამოიყენება სერვისები და ზოგიერთი სერვისის შემთხვევაში ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, მოახდინოს მარკეტინგული კომუნიკაციის პერსონალიზაცია და აწარმოოს ციფრული სარეკლამო კამპანიები. 

სერვისები ასევე რთავენ YouTube ვიდეოებს (კომპანია Google) კადრირების მეთოდით. ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც თქვენ დააწკაპუნებთ YouTube-ის ვიდეოს ჩართვის ღილაკს სერვისების ფარგლებში, მყარდება კავშირი სერვისებსა და YouTube-ს შორის. შემდეგ, YouTube-ის მიერ მოწოდებული HTML ბმული ჩნდება სერვისის კოდში, რომ წარმოქმნას ჩართვის კადრი. შემდგომში სერვისების ფარგლებში ირთვება ვიდეო, რომელიც ინახება YouTube-ის სერვერზე YouTube ასევე იღებს ინფორმაციას, რომელიც აცნობებს მას რომ თქვენ იმ დროს იყენებთ სერვისებს. ეს ინფორმაცია მოიცავს: 
​ თქვენს IP მისამართს, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, თქვენს მიერ გამოყენებული მოწყობილობის ოპერაციული სისტემის და პარამეტრების ინფორმაციას, კონკრეტული ვებგვერდის URL-ს, ნანახ ვებგვერდებს, რომლებზეც თქვენ გადახვედით ბმულის მეშვეობით და თქვენ მიერ ნანახ ვიდეოებს. თუ თქვენ შეხვედით YouTube-ის ანგარიშში, ინფორმაცია შესაძლოა უკავშირდებოდეს თქვენ მიერ YouTube-ის ანგარიშის გამოყენებას. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ეს ასოციაცია სერვისების გამოყენებამდე YouTube-ის ანგარიშიდან გასვლითა და შესაბამისი ქუქი-ჩანაწერების წაშლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ აგროვებს და იყენებს Google თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, გთხოვთ ეწვიეთ Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ იყენებს Google ქუქი-ჩანაწერებს რეკლამებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ Google-ის სარეკლამო პოლიტიკის გვერდს.

იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემები Google Analytics გამოყენებისაგან, შეგიძლიათ დააყენოთ Google-ის opt-out დამატებითი ბრაუზერი.

იმისათვის, რომ გამორთოთ Google-ს რეკლამები, რომლებიც დაფუძნებულია თქვენს ინტერესებზე, უნდა გამოიყენოთ Google რეკლამების პარამეტრები.

თუ თქვენ იმყოფებით EEA, შვეიცარია ან ბრიტანეთში, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზოგადად, თუ თქვენ ნებას რთავთ კოკა-კოლას კონფიდენციალურობის პარამეტრების ცენტრს გამოიყენოს Google-ის ქუქი-ფაილები, გენერირებული ინფორმაცია თქვენს მიერ სერვისების გამოყენების შესახებ გადაეცემა და ინახება აშშ-ს Google-ის სერვერებზე. კოკა-კოლას კომპანიის მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები, მათ შორის Google-ის IP ანონიმიზაციის ინსტრუმენტი ამცირებს თქვენს IP მისამართის ბოლო ნაწილს მანამ, სანამ მონაცემები გადაეცემა აშშ-ს Google-ის მიერ, ასევე იყენებს Google-ის ინსტრუმენტებს მონაცემთა გაზიარების დეაქტივაციისათვის და Google-ის სიგნალებს და მომხმარებლის ID პარამეტრებს Google Analytics-ში, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. Google არ დააკავშირებს IP მისამართს სხვა მის მიერ მართულ მონაცემთან.

კოკა-კოლას სახელით, Google გამოიყენებს ზემოაღწერილ მონაცემებს, რომ შეავსოს რეპორტები, რომლებიც კოკა-კოლას ეხმარება მუშაობასა და სერვისების უზრუნველყოფისათვის. 

თქვენი ქუქი-ჩანაწერების არჩევანი

თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ მიიღოთ ან უარყოთ ქუქი-ჩანაწერები. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ უარყოს ყველა ქუქი-ჩანაწერი ან შეგატყობინოთ, როდესაც ისინი ყენდება. (ბრაუზერების უმეტესობა იღებს ქუქი-ჩანაწერებს ავტომატურად, მაგრამ საშუალებას გაძლევთ გააუქმოთ ისინი თუმცა, გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა არ მუშაობდეს გამართულად, ქუქი-ჩანაწერების გარეშე).

როგორც ზემოთაა აღნიშნული, Google-მა შეიმუშავა ბრაუზერების დამატებითი ფუნქცია უარი თქვათ ქუქი-ჩანაწერებზე, რომლებსაც იყენებს Google Analytics. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დააყენოთ დამატებითი ფუნქცია თქვენი ბრაუზერისთვის აქ: თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ქუქი-ჩანაწერებზე, თქვენს ბრაუზერზე შესაბამისი პარამეტრების დაყენებით. 

აგრეთვე, გარკვეული კანონმდებლობებით გათვალისწინებულია ქუქი-ჩანაწერებისა და ამ ფაილების მართვის ინსტრუმენტების პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ამ კონფიდენციალური პოლიტიკის ცალკეულ დამატებით ნაწილს. დეტალებისთვის გთხოვთ იხილეთ 9-ე ნაწილი

6. როგორ იყენებს კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაციას?

კოკა-კოლა აზიარებს პერსონალურ ინფორმაციას იმ ადამიანებთან და ბიზნესებთან, რომლებიც ეხმარებიან მას სერვისების მართვაში და საქმიანობის წარმართვაში და მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნებადართულია შესაბამისი კანონმდებლობით. ჩვენ ასევე ვაზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას როდესაც მომხმარებელი გვთხოვს მათ გაზიარებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პერსონალური ინფორმაციის მიმღები ასრულებდეს ამ კონფიდენციალური პოლიტიკის პირობებს იქამდე, სანამ მომხმარებლებს არ ეცნობებათ, რომ გამოიყენება სხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკა. 

კოკა-კოლა უზიარებს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი კატეგორიის მომხმარებლებს:

  • პროფესიონალური მრჩეველებს, როგორიცაა იურისტები, ბუღალტრები, მზღვეველები და ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სასამართლო წარმომადგენლებს

  • მარკეტინგულ სერვისების მომწოდებლებს სერვისების რეკლამირებისათვის (მაგალითად ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი) რომლებიც დრო და დრო ავსებენ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. მაგალითად, Meta იღებს და იყენებს გარკვეულ მონაცემს, რომელიც დაკავშირებულია სერვისების გამოყენებასთან და რომლებიც ეხმარება საკუთარ პლატფორმაზე რეკლამის პერსონალიზებაში და ამ რეკლამის ეფექტურობის შეფასებაში.

  • სერვისის მომწოდებლებს, რომ მოახდინონ ჩვენი სახელით სერვისის მიწოდება, მათ შორის მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა, ელექტრონული კომერციის ოპერაციები, კვლევები, სარეკლამო კამპანიები, შეთავაზებები და ლოიალურობის პროგრამები და სხვაგვარად დაგვეხმარონ ჩვენი ბიზნესის წარმართვაში. ზოგიერთ სერვისის მომწოდებელს გააჩნია გლობალური პასუხისმგებლობები. 

  • ონლაინ-საცავის პროვაიდერები

  • სრული ან ბიზნესის ნაწილის პოტენციურ ან ფაქტიურ მყიდველებს ან ინვესტორებს და მათ პროფესიონალურ მრჩეველებს ნებისმიერი ფაქტიური ან შემოთავაზებული გაერთიანების, შესყიდვის ან ინვესტიციის შემთხვევაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წესები დაცული იყოს ნებისმიერი ტრანზაქციის შემთხვევაში, ასევე როდესაც მომხმარებელი იღებს წინასწარ შეტყობინებას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

  • კოკა-კოლას აფილირებული პირები და ჩამომსხმელი პარტნიორები

  • კომპეტენტურ სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს და სასამართლოებს როდესაც არსებობს მონაცემთა გამჟღავნების აუცილებლობა (i) კანონის დასაცავად, სამართლებრივი უფლებების განხორციელებისა და დასაცავად (ii), ან მომხმარებელთა, ბიზნეს პარტნიორთა, სერვისის მომწოდებელთა ან მესამე პირთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. 

  • სხვა მესამე პირები თქვენი ნებართვის შესაბამისად

თუ ჩვენ ვაზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას, ვითხოვთ, რომ მიმღებმა დაამუშავოს ეს ინფორმაცია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად და დაიცვას ჩვენი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.

7. როგორ იცავს კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაციას?

კოკა-კოლა ზრუნავს მისთვის მინდობილი პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე. პერსონალურ ინფორმაციის არაავტორიზებული წვდომისა და გამოყენებისაგან დასაცავად ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა საშუალებებს.

კოკა-კოლა იყენებს ტექნიკურ, ფიზიკურ და ადმინისტრაციული დაცვის საშუალებებს, რომლებიც გამიზნულია ჩვენს მიერ დამუშავებული პერსონალური ინფორმაციის დაცვისთვის. ჩვენი უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელიც შეესაბამება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების რისკს და იმ (შესაბამის) საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დამუშავების სისტემის მუდმივ კონფიდენციალურობას, მთლიანობას, ხელმისაწვდომობასა და მდგრადობას. ასევე, ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებების მუდმივი ტესტირების, შემოწმებისა და შეფასების პროცედურებს, რაც უზრუნველყოფს პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უსაფრთხოებას. კოკა-კოლას არ შეუძლია სრულად აღმოფხვრას პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები. 

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის მონაცემების უსაფრთხოების დაცვაზე. თქვენი ანგარიშის მეშვეობით სერვისებზე წვდომას კოკა-კოლა განიხილავს, როგორც თქვენ მიერ ავტორიზებულ წვდომას.

შესაძლოა, კოკა-კოლამ შეგიჩეროთ სერვისების სრული ან ნაწილობრივი წვდომა შეტყობინების გარეშე, თუ ჩვენ ვიეჭვებთ ან აღმოვაჩენთ უსაფრთხოების რაიმე დარღვევას. თუ თვლით, რომ თქვენს მიერ კოკა-კოლასთვის წარმოდგენილი ინფორმაცია ან ანგარიში აღარ არის დაცული, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ შემდეგ მისამართზე: Privacy@coca-cola.com.

თუ ჩვენ შევიტყობთ რაიმე დარღვევას, რომელიც აისახება თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, შეგატყობინებთ ამის შესახებ წერილობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასაშვებ ფარგლებში, კოკა-კოლა შეტყობინებას გამოგიგზავნით იმ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელიც ასოცირდება თქვენს ანგარიშთან ან სხვა ნებადართული საშუალებით. 

თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან და სერვისებთან არაავტორიზებული წვდომა, მათ შორის სკრეპინგი აკრძალულია და შესაძლოა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას. 

8. რამდენი ხანი ინახავს კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაციას?

ჩვენ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ვინახავთ იქამდე, სანამ მომხმარებლის ანგარიში არის აქტიური და, ასევე, ზემოთ აღწერილი საჭიროებების არსებობის შესაბამისად. ჩვენ ასევე ვინახავთ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას იქამდე, სანამ ეს აუცილებელია სამართლებრივი ვალდებულებების, დავების გადაწყვეტისა და ჩვენი ხელშეკრულების შესრულებისათვის.

ჩვენ მივისწრაფვით, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული. ჩვენ ვინახავთ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ვამუშავებთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მონაცემთა შენახვის პოლიტიკის შესაბამისად. შენახვის პერიოდის დადგენისას, ჩვენ ვითვალისწინებთ სხვადასხვა კრიტერიუმებს, როგორიცაა თქვენთვის მოწოდებული სერვისებისა და პროდუქტების სახეობას, ჩვენი ურთიერთობის ფორმასა და ხანგრძლივობას და ასევე, მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო შენახვის პერიოდს. შესაბამისი შენახვის პერიოდის დასრულებისას, ჩვენ ან წავშლით მას ან მოვახდენთ მის ანონიმიზაციას ან, თუ არ შეგვიძლია ინფორმაციის წაშლა ან ანონიმიზაცია, მაშინ მოვახდენთ პერსონალური ინფორმაციის სეგრეგაციასა და უსაფრთხო შენახვას იქამდე, სანამ წაშლა ან ანონიმიზაცია არ იქნება შესაძლებელი. 

ჩვენს მიერ ინფორმაციის ანონიმიზაციის შემდეგ იგი აღარ წარმოადენს პერსონალურ ინფომრაციას. ჩვენ ვიყენებთ ანონიმურ მონაცემებს ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. 

9. რა არჩევანია ხელმისაწვდომი პერსონალური ინფორმაციისთვის?

თქვენ არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ კოკა-კოლას მიერ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები და დაუკავშირდეთ კოკა-კოლას, როგორც ეს აღწერილია 9-ე ნაწილში ან ისარგებლოთ სხვადასხვა საშუალებებით, რომლებსაც კოკა-კოლა გთავაზობთ. ზოგიერთ შემთხვევებში, თქვენს მიერ პერსონალური ინფორმაციის კონტროლი ან მასთან წვდომა შესაძლოა შეიზღუდოს მოქმედი კანონმდებლობით. 

მობილური მოწყობილობის პარამეტრები

მობილური ოპერაციული სისტემებს და აპლიკაციების პლატფორმას (მაგ., Google Play, App Store) აქვს ნებართვების პარამეტრები მობილური მოწყობილობის სპეციფიური სახის მონაცემებისა და შეტყობინებებისათვის, როგორიცაა კონტაქტებზე წვდომა, გეოლოკაცია და push შეტყობინებები. push შეტყობინებების და/ან გარკვეული ინფორმაციის შეგროვებაზე უარის თქმის ან დათანხმებისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრები. გარკვეულ აპლიკაციებს ასევე შესაძლოა ჰქონდეს პარამეტრები, რომლებიც საშუალებას გაძლევენ შეცვალოთ ნებართვები და push შეტყობინებები. აპლიკაციის პარამეტრების ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი რომელიმე ასპექტის არასრულად მუშაობა. 

თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ აპლიკაციიდან ყველა ინფორმაციის შეგროვება ამ აპლიკაციის გაუქმების გზით. თუ თქვენ გააუქმებთ აპლიკაციას, გთხოვთ, ასევე შეამოწმოთ თქვენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემის პარამეტრები და დარწმუნდეთ, რომ უნიკალური იდენტიფიკატორი ან სხვა აპლიკაციის თქვენს მიერ გამოყენებასთან დაკავშირებული აქტივობა წაშლილია თქვენი მობილური მოწყობილობიდან.

კოკა-კოლას ელექტრონული ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმა

კოკა-კოლასგან სარეკლამო ელექტრონული ფოსტის მიღების შეწყვეტისათვის, გთხოვთ, დააჭიროთ „გამოწერის გაუქმების“ ბმულს შეტყობინების ბოლოში. უარის თქმის შემდეგ თქვენ შესაძლოა მაინც მიიღოთ ისეთი არასარეკლამო სახის შეტყობინებები, როგორიცაა შესყიდვის ქვითარი ან ადმინისტრაციული ინფორმაცია თქვენი ანგარიშის შესახებ.

თქვენი ანგარიშის პარამეტრების ასევე შესაძლებლობას გაძლევთ შეცვალოთ შეტყობინებების პარამეტრები, მაგალითად აპლიკაციიდან push შეტყობინებების მიღების თაობაზე.

სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების (SMS ან MMS) მიღების შეჩერებისათვის, გთხოვთ უკან გაუგზავნეთ ტექსტური შეტყობინება კოკა-კოლას და აღნიშნეთ, რომ არ გსურთ სარეკლამო შეტყობინებების მიღება. დამატებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ გვაცნობოთ ამის შესახებ ქვემოთ „Contacting Us“ სექციაში. გთხოვთ, დააკონკრეტოთ, თუ რომელი სახის შეტყობინებების გაუქმება გსურთ და მიუთითოთ შესაბამისი ტელეფონის ნომერი, მისამართი და/ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. თუ თქვენ უარს განაცხადებთ ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინებების მიღების თაობაზე, ჩვენ შესაძლოა მაინც გამოგიგზავნოთ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული შეტყობინებები, როგორიცაა ელექტრონული წერილები თქვენს ანგარიშსა და შესყიდვებზე. 

ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებებსა და სპეციფიური იურისდიქციის არჩევის შესაძლებლობებზე წარმოდგენილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასასრულს. ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გაეცნოთ შესაბამის განყოფილებებს.

თუ თქვენ იმყოფებით იქ, სადაც მოქმედი კანონმდებლობით გეკუთვნით ისეთი კონფიდენციალურობის უფლებები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე Privacy@coca-cola.com ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 

10. როგორ იცავს კოკა-კოლა ბავშვთა კონფიდენციალურობის უფლებებს?

გარკვეულ სერვისებს აქვთ ასაკობრივი შეზღუდვები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დაგისვათ კითხვები რომ დავადგინოთ თქვენი ასაკი სერვისების გამოყენებამდე. 

ჩვენი საპასუხისმგებლო მარკეტინგული პოლიტიკის თანახმად, კოკა-კოლა არ აწარმოებს პირდაპირ მარკეტინგს 13 წლამდე ბავშვებისათვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვაგროვებთ ბავშვების პერსონალურ ინფორმაციას ინტერნეტით, თუ ეს დასაშვები არაა შესაბამისი კანონმდებლობით. თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რომ ბავშვმა მოგვაწოდა პერსონალური ინფორმაცია მშობლის ნებართვის გარეშე ან რაიმე სხვა გზით, რომელიც არ არის დასაშვები შესაბამისი კანონმდებლობით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს კონფიდენციალურობის ოფისს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე privacy@coca-cola.com. ჩვენი შეტყობინების შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ შემდგომ ნაბიჯებს და წავშლით ბავშვის პერსონალურ ინფორმაციას შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. 

11. გადასცემს თუ არა კოკა-კოლა პერსონალურ ინფორმაცის სხვა ქვეყნებს?

კოკა-კოლამ შესაძლოა გადასცეს პერსონალური ინფორმაცია საზღვრებს მიღმა იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენ ან ჩვენი მომწოდებლები და პარტნიორები აწარმოებენ ბიზნესს. სხვა ქვეყნებში შესაძლოა მოქმედებდეს მონაცემთა დაცვის განსხვავებული კანონები (და, ზოგიერთ შემთხვევებში, ისეთი კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაკლებ დაცვას). 

თუ ჩვენ თქვენი სახელით გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას საზღვრებს გარეთ, ჩვენ გამოვიყენებთ სათანადო დაცვის მექანიზმებს, რომ დავიცვათ თქვენი მონაცემები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ეს დაცვის მექანიზმები გულისხმობენ სტანდარტული და სამოდელო ხელშეკრულების პირობების დაცვას კოკა-კოლას აფილირებულ პირებს, მომწოდებლებსა და პარტნიორებს შორის პერსონალური ინფორმაციის გაცვლისას. ეს ხელშეკრულებები მოითხოვენ ჩვენი აფილირებული პირების, მომწოდებლებისა და პარტნიორების მხრიდან პერსონალური ინფორმაციის დაცვას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

პერსონალური ინფორმაციის ტრანსსასაზღვრო გავრცელების თაობაზე ჩვენი სტანდარტული ხელშეკრულების პირობებისა და სხვა დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონფიდენციალურობის ოფისს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: privacy@coca-cola.com. 

12. როდის იცვლება ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა?

ჩვენ შესაძლოა დროდადრო განვაახლოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამართლებრივი, ტექნიკური ან ბიზნეს ცვლილებების შესაბამისად. საბოლოო ვერსია ყოველთვის ხელმისაწვდომია სერვისის ფარგლებში. 

ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლების შემთხვევაში ჩვენ გამოვაქვეყნებთ საბოლოო ვერსიას და შევცვლით ძალაში შესვლის თარიღს. ჩვენ ასევე მივიღებთ შესაბამის ზომებს რომ წინასწარ შეგატყობინოთ იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, რომლებიც ვფიქრობთ, რომ გავლენას ახდენს თქვენს კონფიდენციალურობის უფლებებზე გქონდეთ შესაძლებლობა გაეცნოთ განახლებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას მის ძალაში შესვლამდე. თუ მოქმედი კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობით სავალდებულოა კონფიდენციალობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის თაობაზე თქვენი თანხმობა, ჩვენ წინასწარ მოვიპოვებთ მას. გთხოვთ, რეგულარულად გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომ გაეცნოთ განახლებულ ვერსიას. 

13. კონფიდენციალურობის უფლებები და არჩევანის შესაძლებლობა კონკრეტული იურისდიქციების თანახმად. 

სამხრეთ აფრიკის მაცხოვრებელთათვის. თქვენგან შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია სავალდებულოა თქვენთვის, რომ გქონდეთ წვდომა სერვისებზე. პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ წვდომა რომელიმე ან ყველა სერვისზე. პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების 2013 წლის 4-ე აქტის (POPIA) თანახმად, ასევე დაცულია იურიდიული პირის პერსონალური ინფორმაცია; შესაბამისად, იურიდიული პირის სახელით აპლიკაციის გამოყენებისას ან ვებსაიტზე შესვლისას მისი პერსონალური ინფორმაცია უნდა იყოს დაცული. 

პირდაპირი მარკეტინგი: ყველა ელექტრონული პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაცია გამოგეგზავნებათ თქვენ (თუ ამაზე არ გაქვთ უარი გაცხადებული), როდესაც:

  • თქვენ ეთანხმებით მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაცია POPIA-ს თანახმად; ან

  • ჩვენ მივიღეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენი რომელიმე პროდუქტის ან სერვისის თქვენ მიერ შეძენის შემთხვევაში და უნდა მოვახდინოთ თქვენთან კომუნიკაცია სხვა პროდუქტებისა თუ სერვისების თაობაზე. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ამ მარკეტინგული კომუნიკაციის მიღებაზე „გამოწერის გაუქმების“ ბმულის გამოყენებით, ან დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. 

თქვენი უფლებები: თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შემდეგი თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

  • ჰკითხოთ კოკა-კოლას ინახავს თუ არა თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, ეს უფასოა.

  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცის ჩანაწერის ან აღწერილობის ჩვენება რომელსაც კოკა-კოლა ინახავს იმ პროცესის თანახმად, რომელიც აღწერილია PAIA Manual-ში და რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: coca-cola.co.za. 

  • მოითხოვოთ, რომ კოკა-კოლამ განაახლოს და ჩაასწოროს არასწორი და არასრული პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ. 

  • მოითხოვოთ, რომ კოკა-კოლამ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ნებისმიერი მიზეზით. 

  • უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე

  • მოითხოვოთ, რომ კოკა-კოლამ წაშალოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია. 

  • მოითხოვოთ, რომ კოკა-კოლამ გაამკაცროს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება, გაზიარება ან სხვაგვარად დამუშავება. 

  • მოითხოვოთ, რომ კოკა-კოლამ წარმოგიდგინოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ასლი თქვენ ან თქვენ მიერ არჩეულ მესამე პირს. 

ჩვენ შესაძლოა (და ზოგიერთ შემთხვევაში სავალდებულოა) მოვითხოვოთ თქვენი ვინაობის ვერიფიკაცია მანამ სანამ დავიწყებთ მოქმედებას თქვენი მოთხოვნის შესაბამისად და შევასრულებთ კონფიდენციალურობის უფლებებს.

როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ რომ მოითხოვოთ თქვენი კონფიდენციალურობის უფლებების შესრულება. თქვენი კონფიდენციალურობის უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Coca‑Cola-ს შემდეგი გზით:

  • გამოგვიგზავნეთ ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: CCSAINFO@COCA-COLA.COM 

  • დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე 0860112526

  • მოგვწერეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე: Coca‑Cola Africa (კერძო) Limited, Oxford and Glenhove, 116 Oxford Road, Houghton Estate, Johannesburg, 2198 იურისტთა ჯგუფის საყურადღებოდ.

თქვენ უფლება გაქვთ საჩივარი შეიტანოთ Information Regulator-თან (სამხრეთ აფრიკა) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: POPIAComplaints@inforegulator.org.za

დამუშავების სხვა დეტალები: ჩვენ ასევე ავტომატურად ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას: 

ქცევით მონაცემებს: ინფორმაცია, რომელიც გამომდინარეობს მოწყობილობის ID-სა და სისტემური ღონისძიებების კომბინაციიდან, რომლებიც შესაძლოა გამოიყენებოდეს ქცევითი ტენდენციების და მახასიათებლების დასადგენად და თქვენთან იმ ღონისძიებების მარკეტინგული კომუნიკაციების გამოსაგზავნად, რომლებშიც მონაწილეობას იღებთ ექვემდებარება POPIA-ს პირდაპირი მარკეტინგის მოთხოვნებს. მსგავსი მოთხოვნაა, მაგალითად, თქვენი წინასწარი თანხმობის მოპოვება. 

მონაწილეობის მონაცემები: პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ეხება სარეკლამო შეჯიბრებებში, საპრიზო კონკურსში, მომენტალური მოგების ღონისძიებებში და სხვა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობის მონაცემებს (მაგ., სარეკლამო ღონისძიების სახეობა, ამ ღონისძიებაში მონაწილეობის დრო და თარიღი, მონაწილეობის შედეგი და პრიზის გადაცემისათვის საჭირო ინფორმაცია). 

ანალიტიკური ინფორმაცია: ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ანალიტიკური მონაცემები ან გამოვიყენოთ მესამე პირის ანალიტიკური ინსტრუმენტები, როგორიცაა Google Analytics და ამით გავზომოთ სერვისის დატვირთვა და გამოყენების ტენდენციები რომ გავიგოთ მეტი ჩვენს მომხმარებელთა დემოგრაფიასა და ქცევაზე. 

ჩვენ ასევე ნებას ვრთავთ მესამე პირის ონლაინ სარეკლამო ქსელებს, სოციალური მედია კამპანიებისა და სხვა მესამე პირის სერვისებს რაღაც დროის შემდეგ შეაგროვონ ჩვენი მომხმარებლების მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე ინფორმაცია. ეს შესაძლებლობას იძლება მომხმარებელთა მიერ გამოყენებულ სერვისებში და/ან სხვა მოწყობილობებზე ჩაირთოს ან ნაჩვენები იქნას რეკლამები. 

სერვისები შესაძლოა მოიცავდეს სოციალური მედიის ფუნქციებს, როგორიცაა Meta-ს მოწონების ღილაკი, LinkedIn, Snapchat, Instagram, Twitter ან სხვა ვიჯეტები. სოციალური მედია კამპანიებმა შესაძლოა ამოიცნოს მომხმარებელი და შეაგროვოს ინფორმაცია მათ მიერ სერვისებზე წვდომის თაობაზე, ასევე დააყენონ ქუქი-ჩანაწერები, ან გამოიყენონ სხვა სამეთვალყურეო ტექნოლოგიები. მომხმარებელთა ამ ფუნქციებთან ინტერაქციები იმართება იმ კომპანიების კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, რომლებიც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. მომხმარებელთა წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ჩვენ მათ ვაჩვენებთ მიზნობრივ რეკლამებს სოციალური მედია პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა Meta, Twitter, Google+ და სხვა. Meta, Twitter და Google-ს გააჩნიათ ინტერესებზე დაფუძნებული სარეკლამო პროგრამები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ რეკლამები მივაწოდოთ პირდაპირ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ამ სერვისებისადმი და მივაწოდოთ მათი სოციალურ პლატფორმაზე ყოფნის დროს. ასევე, სხვა მომხმარებელთა ჯგუფებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი თვისებები, კომერციული ინტერესები და დემოგრაფიული მონაცემები. ეს რეკლამები ექვემდებარება იმ სოციალური პლატფორმების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომლებიც უზრუნველყოფს ამ რეკლამებს. 

ზოგიერთი სერვისისათვის ჩვენ ვიყენებთ მესამე პირის ინსტრუმენტებს რომ მოვახდინოთ მომხმარებელთა გამოცდილების მონიტორინგი. ეს ინსტრუმენტები ავტომატურად აგროვებენ ინფორმაციას გამოყენებაზე, მათ შორის მაუსის დაწკაპუნებასა და მოძრაობას, გვერდის თვალიერებას და რაიმე ტექსტის ვებსაიტზე შეყვანას. შეგროვებული ინფორმაცია არ მოიცავს პაროლებს, გადახდის დეტალებს ან სხვა მოწყვლად პერსონალურ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას საიტის ანალიზისთვის, ოპტიმიზაციისა და მისი გაუმჯობესებული გამოყენებისათვის. ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას მესამე პირებს თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენონ ეს ინფორმაცია. 

ჩვენი ონლაინ და ელექტრონული ფოსტის რეკლამების მომწოდებლებმა შესაძლოა სერვისებთან დაკავშირებით გამოიყენონ პიქსელის ტეგები, ვებ შუქურები, სუფთა GIF-ები ან მსგავსი ტექნოლოგიები რომ დაგვეხმარონ ჩვენი ონლაინ და ელექტრონული ფოსტის რეკლამების წარმართვაში და მათი ეფექტურობის გაზრდაში. მაგალითად, თუ მომწოდებელმა კომპიუტერში განათავსა უნიკალური ქუქი-ჩანაწერი, მას შეუძლია გამოიყენოს პიქსელის ტეგები, ვებ-შუქურები, სუფთა GIF-ები ან მსგავსი ტექნოლოგიები, რომ ამოიცნოს ქუქი-ჩანაწერი მომხმარებლის მიერ სერვისის ვიზიტის დროს და დაადგინოს, თუ რომელმა ონლაინ რეკლამამ მოიყვანა მომხმარებელი ამ სერვისთან. მომწოდებელმა შეიძლება მოგვაწოდოს მსგავსი ინფორმაცია ჩვენი გამოყენებისათვის. მომწოდებლის მიერ მოწოდებული მსგავსი ინფორმაცია ჩვენ შეგვიძლია მივაბათ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგროვებული გვქონდა მანამდე. 

სერვისების რეკლამირებისათვის ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე პირის სარეკლამო კამპანიები. ეს კამპანიები შესაძლოა იყენებდნენ მომხმარებლის ინფორმაციას (რომელიც არ მოიცავს სახელს და გვარს, მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს ან ტელეფონის ნომერს) სერვისების ნახვასთან დაკავშირებით რომ უზრუნველყონ მომხმარებელთა ინტერესის სფეროებზე მორგებული რეკლამები. 

ჩვენ შესაძლოა მივაბათ ან გავაერთიანოთ მომხმარებლის მანამდე სერვისების ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია იმ ინფორმაციასთან, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად სამეთვალყურეო ტექნოლოგიების მეშვეობით. ეს საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ მომხმარებელს პერსონალიზირებული გამოცდილება მიუხედავად იმისა თუ როგორ ურთიერთობს ეს მომხმარებელი ჩვენთან სერვისების ფარგლებში. 

  • კენიის მაცხოვრებელთათვის 

    როგორც ეს გათვალისწინებულია კენიის მაცხოვრებელთათვის, სერვისები არ ახდენენ მონაცემთა შეგროვებას, შენახვას ან წაკითხვას GPS, Wi-Fi ან უკაბელო ინტერნეტის ტრიანგულაციის მეშვეობით. გროვდება და გამოიყენება ანონიმური, შემთხვევით გენერირებული აპლიკაციის ID იმისათვის, რომ დადგინდეს მომხმარებლის სიახლოვე გაყიდვების პუნქტებთან და გაეგზავნოს კონკრეტული სიახლოვეს მყოფი ლოკაციების მიხედვით სარეკლამო შეტყობინებები და ფასდაკლებების შეთავაზებები. 

არგენტინის მაცხოვრებლებს, რომლებიც თვლიან, რომ მათი კონფიდენციალურობის უფლებები დაირღვა შეუძლიათ საჩივარი ან უწყება წარადგინონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სააგენტოში, რომელიც მოქმედებს როგორც 25.326 კანონის მარეგულირებელი ორგანო.

პერსონალური ინფორმაციის მფლობელებს უფლება აქვთ ისარგებლონ ხელმისაწვდომობით არანაკლებ ექვსი თვის ინტერვალით, თუ ამ მიზნისთვის არ არსებობს კანონიერი ინტერესი კანონი ნომრით 25,326.-ის 14-ე მუხლის 3-ე პარაგრაფის თანახმად. 

დაინტერესებულმა პირებმა შესაძლოა ისარგებლონ წვდომის, ცვლილების ან წაშლის უფლებით ამის თაობაზე მოთხოვნის შემდეგ მისამართზე წარდგენით: Servicios y Productos para Bebidas Refrescantes SRL – Vedia 4090 – C.A.B.A. – არგენტინა- ადრესატი: პასუხისმგებელი de Bases de Datos. 

ფიზიკურმა პირებმა უნდა დაერთონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო კანონიერმა წარმომადგენლებმა უნდა დაერთონ იურიდიული წარმომადგენლობის ვალიდურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თითოეული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ამ მოთხოვნის მიზეზის დასაბუთებას. პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის მოთხოვნას კოკა-კოლა უპასუხებს ათი (10) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ინფორმაციის ჩასწორების, განახლების ან წაშლის მოთხოვნის თაობაზე უპასუხებს ხუთი (5) სამუშაო დღის ვადაში. 

მართალია თქვენი პერსონალური ინფორმაცია ძირითადად ინახება მომხმარებელთა მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, რომელიც განთავსებულია ავსტრალიაში მყოფ სერვერებზე, კოკა-კოლამ ასევე შესაძლოა დროდადრო შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია აფილირებული პირებისა და მომწოდებელთა სისტემებში სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალი ზელანდიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში, აუცილებლობის შესაბამისად. 

ჩვენ ვავალდებულებთ მესამე პირებს შეინახონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ავსტრალიის კონფიდენციალურობის კანონმდებლობისა და კონფიდენციალობის პოლიტიკის თანახმად და გამოიყენონ პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნითაც მიეწოდა იგი. 

თუ თქვენ გაქვთ სურვილი გქონდეთ წვდომა ან ჩაასწოროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, ან გაქვთ კითხვები კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან ფიქრობთ, რომ ირღვევა თქვენი კონფიდენციალურობის უფლება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: 

ელფოსტა: privacyofficerau@coca-cola.com
ტელეფონი: დარეკეთ ჩვენს მომხმარებელთა საინფორმაციო ცენტრში ნომერზე: 1800 025 123 (ავსტრალიაში)
ფოსტა: ადრესატი: კონფიდენციალობის ოფიცერი 
Coca Cola South Pacific Pty Limited 
GPO Box 388 
ჩრდილოეთ სიდნეი, NSW 2059 
ინტერნეტით: გამოიყენეთ სექცია „Contact Us“ („დაგვიკავშირდით“) საიტზე www.coca-cola.com.au და აღნიშნეთ, რომ თქვენი შეკითხვა ეხება „კონფიდენციალობას“.

ჩვენ გიპასუხებთ, როგორც კი შევძლებთ თქვენგან თავდაპირველი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

თუ კოკა-კოლას აქვს საფუძვლიანი მიზეზები არ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ წარმოგიდგენთ წერილობით ახსნა-განმარტებასა და მექანიზმებს, რომლის საშუალებითაც სურვილის შემთხვევაში შეძლებთ ამ უარის გასაჩივრებას. 

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას აკონტროლებს:

Coca Cola South Pacific Pty Limited
ელფოსტა: privacyofficerau@coca-cola.com 
ტელეფონი: დარეკეთ ჩვენს მომხმარებელთა საინფორმაციო ცენტრში ნომერზე: 1800 025 123 (ავსტრალია) 
ფოსტა: ადრესატი: კონფიდენციალობის ოფიცერი
Coca Cola South Pacific Pty Limited
GPO Box 388
ჩრდილოეთ სიდნეი, NSW 2059

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელია:

ავსტრალიის ინფორმაციის კომისრის ოფისი
ფოსტა: GPO Box 5218 Sydney NSW 2001
მისამართი: 175 Pitt Street Sydney NSW 2000
ტელეფონი: 1300 363 992
ფაქსი: 61 2 9284 9666
ელფოსტა: foi@oaic.gov.au
ვებსაიტი: https://www.oaic.gov.au/

თქვენი კონფიდენციალურობის უფლებები LGPD-ს ფარგლებში აღწერილია ვებგვერდზე: https://privacidade.cocacola.com.br/#direitos

თქვენი უფლებების განხორციელებისათვის, გთხოვთ,

  • შეავსოთ ფორმა ვებგვერდზე: https://privacidade.cocacola.com.br/dsr/index.html 

  • გამოაგზავნეთ ელწერილი შემდეგ მისამართზე: encarregado.lgpd@coca-cola.com

  • ფოსტით: Praia de Botafogo, 374, Botafogo, Rio de Janeiro/RJ, ZIP Code: 22.250-907, ადრესატი: Flavio Mattos dos Santos

თქვენს პერსონალურს ინფორმაციას აკონტროლებს Recofarma Indústria do Amazonas Ltda.

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელია Autoridade Nacional de Proteção de Dados, https://www.gov.br/anpd/pt-br.

ბრაზილიის მაცხოვრებელთათვის პირდაპირ განკუთვნილ ვებ-გვერდებზე მოქმედებს კოკა-კოლას ქუქი-ჩანაწერების პოლიტიკა, რომელიც არ წარმოადგენს ამ კონფიდენციალური პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. გთხოვთ, იხილოთ კოკა-კოლას შესაბამისი ვებსაიტი.

კალიფორნიის მაცხოვრებელთათვის კალიფორნიის კონფიდენციალურობის თაობაზე ეს შეტყობინება (კალიფორნიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა) ეხება კოკა-კოლას მიერ აშშ-ს მაცხოვრებელთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას. კალიფორნიის შტატი (კალიფორნიის მომხმარებლები) კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის აქტი, 2018, შესწორებული (CCPA). 

თუ თქვენ ხართ კალიფორნიის მოქალაქე, კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის ეს დებულება შექმნილია, რომ დაგეხმაროთ შეიტყოთ მეტი თქვენი პერსონალური ინფორმაციის კატეგორიების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, სად ვაგროვებთ და როგორ ვამუშავებთ მათ, ვის ვუზიარებთ და, ასევე, თქვენი უფლებების შესახებ, თუ როგორ გააკონტროლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუ ეს კონფიდენციალობის დებულება ან სხვა რომელიმე დებულება კონფლიქტში მოდის ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, კალიფორნიის კონფიდენციალურობის დებულებას აქვს უპირატესი ძალა გააკონტროლოს კალიფორნიის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება. კალიფორნიის კონფიდენციალურობის შეტყობინება არ ეხება კოკა-კოლას მომხმარებლებს, კონტრაქტორებს, მასთან დროებით დასაქმებულ პირებს ან სამუშაოს აპლიკანტებს.

შეტყობინება შეგროვების შესახებ 

CCPA-ს მიზნებისათვის როგორც წესი, კოკა-კოლა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოქმედებს როგორ „იურიდიული პირი“. იურიდიული პირი ამ შემთხვევაში ნიშნავს მონაცემთა მაკონტროლებელს, რაც გულისხმობს რომ კოკა-კოლა ადგენს როგორ და რატომ უნდა შეაგროვოს პერსონალური ინფორმაცია თქვენგან და როგორ დაამუშაოს იგი.

პერსონალური ინფორმაციის შეგროვების შესახებ ეს შეტყობინება აღწერს ჩვენ მიერ ინფორმაციის შეგროვების გამოცდილებას როდესაც ვმოქმედებთ როგორც იურიდიული პირი, ასევე ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის კატეგორიებს, შეგროვების მიზნებსა და წყაროებს.

მართალია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ უკვე ავხსენით თუ როგორი სახის პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ და რატომ, მაგრამ CCPA მოითხოვს, რომ ჩვენ გავამჟღავნოთ გარკვეული მონაცემები შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის კატეგორიების შესახებ. პერსონალური ინფორმაცია როგორც ეს განსაზღვრულია CCPA-ს მიხედვით.

კატეგორიები: იდენტიფიკატორები:
წყარო: უშუალოდ თქვენგან
მიზანი: სარეკლამო და მარკეტინგული სერვისების უზრუნველყოფა
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები, მათ შორის მარკეტინგის მომწოდებლები, აფილირებული პირები და ჩამომსხმელი პარტნიორები, სხვა მესამე პირები

კატეგორიები: პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები ჩამოთვლილი კალიფორნიია მომხმარებელთა ჩანაწერების დებულებაში (კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსი § 1798.80(e))

წყარო: უშუალოდ თქვენგან
მიზანი: სარეკლამო და მარკეტინგული სერვისების უზრუნველყოფა
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები, მათ შორის მარკეტინგის მომწოდებლები, აფილირებული პირები და ჩამომსხმელი პარტნიორები, სხვა მესამე პირები

კატეგორიები: დაცული კლასიფიკაციის მახასიათებლები კალიფორნიის ან ფედერალური კანონის მიხედვით
წყარო: უშუალოდ თქვენგან
მიზანი: სარეკლამო და მარკეტინგული სერვისების უზრუნველყოფა
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები, მათ შორის მარკეტინგის მომწოდებლები, აფილირებული პირები და ჩამომსხმელი პარტნიორები, სხვა მესამე პირები

კატეგორიები: კომერციული ინფორმაცია
წყარო: უშუალოდ თქვენგან
მიზანი: სერვისების უზრუნველყოფა 
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები, მათ შორის მარკეტინგის მომწოდებლები, აფილირებული პირები და ჩამომსხმელი პარტნიორები, სხვა მესამე პირები

კატეგორიები: ბიომეტრიული ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციას თქვენს ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ და ქცევითი მახასიათებლების შესახებ

წყარო: კოკა-კოლა არ აგროვებს ამ ინფორმაციას ძალაში შესვლის თარიღისთვის
მიზანი: კოკა-კოლა არ აგროვებს ამ ინფორმაციას ძალაში შესვლის თარიღისთვის
მესამე პირები: კოკა-კოლა არ აგროვებს ამ ინფორმაციას ძალაში შესვლის თარიღისთვის

კატეგორიები: ინტერნეტისა და სხვა ელექტრონული ქსელის აქტივობები
წყარო: პირდაპირ თქვენგან სერვისების გამოყენებისას ავტომატურად შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია
მიზანი: სერვისების უზრუნველყოფა 
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები, მათ შორის მარკეტინგის მომწოდებლები, აფილირებული პირები და ჩამომსხმელი პარტნიორები, სხვა მესამე პირები

კატეგორიები: ადგილმდებარეობის მონაცემები
წყარო: პირდაპირ თქვენგან სერვისების გამოყენებისას ავტომატურად შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია
მიზანი: სერვისების უზრუნველყოფა 
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები, სხვა მესამე პირები

კატეგორიები: აუდიო, ელექტრონული, ვიზუალური ან მსგავსი ინფორმაცია
წყარო: უშუალოდ თქვენგან
მიზანი: სერვისების უზრუნველყოფა 
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები

კატეგორიები: აუდიო, ელექტრონული, ვიზუალური ან მსგავსი ინფორმაცია
წყარო: უშუალოდ თქვენგან
მიზანი: სერვისების უზრუნველყოფა 
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები

კატეგორიები: პროფესიული ან დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
წყარო: პირდაპირ თქვენგან, მესამე პირებისგან
მიზანი: სარეკლამო და მარკეტინგული სერვისების უზრუნველყოფა
მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები, მათ შორის მარკეტინგული მომწოდებლები, აფილირებული პირები და ჩამომსხმელი პარტნიორები

კატეგორიები: პროფილის შექმნისას სხვა კატეგორიებიდან მიღებული დასკვნები კალიფორნიის მომხმარებლების შესახებ
წყარო: კოკა-კოლა
მიზანი: სარეკლამო და მარკეტინგული

მესამე პირები: სერვისის მომწოდებლები, მათ შორის მარკეტინგის მომწოდებლები, აფილირებული პირები და ჩამომსხმელი პარტნიორები, სხვა მესამე პირები

როდესაც თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისები უზრუნველყოფის მიზნებისათვის ჩვენ ვაგროვებთ ზუსტი გეოლოკაციის ინფორმაციას, კალიფორნიის კანონმდებლობის თანახმად ითვლება, რომ ჩვენ ვაგროვებთ „მოწყვლად“ მონაცემებს. თქვენს მიერ მოთხოვნილი სერვისების უზრუნველყოფის მიზნებისათვის ჩვენს მიერ მონაცემთა საქმიანობის მიზნებისათვის გამოყენება დაშვებულია კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსით § 1798.100 et seq. და მოქმედი რეგულაციებით. 

როდესაც ჩვენ გადავცემთ პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს, ჩვენ არ გვაქვს ფაქტობრივი ცოდნა იმისა გაიყიდა თუ არა გაიცა ეს ინფორმაცია 16 წლამდე ასაკის პირზე. 

თქვენი კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალობის უფლებები

CCPA უზრუნველყოფს მომხმარებელთათვის შემდეგ ძირითად უფლებებს: 

  • ინფორმაციაზე წვდომის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე და შეიტყოთ მისი შეგროვების წყარო, მიზანი და, ასევე, თუ რომელ სერვისის მომწოდებლებთან ან მესამე პირებთან მოხდა მათი გაზიარება.

  • წაშლის მოთხოვნის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენ შესახებ ჩვენ მიერ შეგროვებული გარკვეული ინფორმაციის წაშლა. 

  • ჩასწორების უფლება: თქვენ გაქვთ უფლება ჩაასწოროთ არასწორი ინფორმაცია თქვენს შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ჩასწორების მოთხოვნა ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს და ჩვენ შესაძლოა ვარჩიოთ წავშალოთ ვიდრე ჩავასწოროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გარკვეულ შემთხვევებში. 

  • მესამე პირისათვის პერსონალურ ინფორმაციის მიყიდვაზე უარის თქმის უფლება: ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისათვის და/ან სარეკლამო და ანალიტიკური სერვისების მომწოდებლებისათვის გადაცემა შესაძლოა ჩაითვალოს გაყიდვას გარკვეული კანონმდებლობის თანახმად და, ასევე, შესაძლოა ჩაითვალოს „გაზიარებად“ (რომელიც წარმოადგენს ინფორმაციის სარეკლამო მიზნებისათვის გადაცემის აღსანიშნ ტერმინს). იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მიერ გამოყენება გულისხმობს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაყიდვას ან გაზიარებას, თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ მათ გაყიდვასა ან გაზიარებაზე (ა) თქვენი ბრაუზერიდან უარის თქმის ფუნქციით ან მასზე გლობალური კონფიდენციალურობის კონტროლის მექანიზმით, რომელიც აღიარებულია აშშ-ს ვებსაიტების მიერ, (ბ) ასევე, აშშ-ს ვებსაიტების ქუქი-ჩანაწერების პარამეტრებიდან ქუქი-ჩანაწერების გამორთვით, ან (გ) უარის წერილობით გაცხადებით შემდეგ მისამართზე: https://us.coca-cola.com/dsrform.

  • უფლება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ჩვენ არ მოვახდენთ თქვენს დისკრიმინაციას CCPA-თი გათვალისწინებული უფლებების გამოყენების გამო. ჩვენ არ შეგიწყვეტთ სერვისის ან პროდუქტის მოწოდებას თქვენს მიერ თქვენი უფლებების გამოყენების გამო; არ გადაგახდევინებთ სერვისებისა და პროდუქციის სხვა ფასს ან ღირებულებას, ასევე არ შევწყვეტთ ფასდაკლებების და სხვა სარგებლის მოწოდებას, არ გამოვწერთ ჯარიმას იმის გამო რომ იყენებთ თქვენს უფლებებს; არ მოგაწვდით განსხვავებული ხარისხის სერვისს ან პროდუქტს ამის გამო; ან გეტყვით, რომ შესაძლოა გადაგახდევინოთ განსხვავებული ღირებულება ან ტარიფი სერვისის ან პროდუქტის შეძენისათვის ან შესაძლოა მოგაწოდოთ განსხვავებული ხარისხის სერვისი ან პროდუქტი თუ იყენებთ თქვენს უფლებებს. 

კალიფორნიის კონფიდენციალურობის უფლებების გამოყენების მოთხოვნისათვის, გთხოვთ:

მოთხოვნის წარმოსადგენად თქვენ უნდა წარმოადგინოთ თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საცხოვრებელი ადგილი. თქვენ შესაძლოა უფლება მისცეთ სხვა ადამიანს (თქვენს აგენტს) წარმოადგინოს მოთხოვნა

ჩვენ ვისწრაფვით დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები რაც შეიძლება მალე გონივრულად შესაძლებელ ვადაში და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აგენტის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის დამუშავებას შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი დრო. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში ჩვენთან, თქვენ ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები პირდაპირ თქვენი ანგარიშის პროფილის გვერდიდან. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ თქვენი ანგარიშის პროფილის გვერდიდან განხორციელებული ცვლილებები შესაძლოა ყოველთვის არ იქნას ასახული იმ სერვისების ნაწილები, რომლებსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 

  • ჩვენ შესაძლოა (და ზოგიერთ შემთხვევაში სავალდებულოა) მოვითხოვოთ თქვენი ვინაობის ვერიფიკაცია მანამ, სანამ დავიწყებთ მოქმედებას თქვენი მოთხოვნის შესაბამისად და შევასრულებთ კონფიდენციალურობის უფლებებს. თქვენი მოთხოვნის მიღების შემდეგ, ჩვენ დაგიკავშირდებით იმ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ მოთხოვნის დაფიქსირებისას ვინაობის დადგენის ინსტრუქციის თანახმად, რის შემდეგაც ჩვენ შევამოწმებთ ჩვენს ჩანაწერებს მოთხოვნილი ინფორმაციის გადასამოწმებლად. 

  • ჩვენ შესაძლოა ვერ დავაკმაყოფილოთ თქვენი ყველა ან რომელიმე მოთხოვნა - მაგალითად, გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ შესაძლოა არ შედიოდეს კალიფორნიის ამ კონფიდენციალურობის დებულებაში, მაგალითად, როგორიცაა საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყების მხრიდან ან ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება სხვა კონფიდენციალურობის კანონებს. მსგავსი შემთხვევისას, ჩვენ გამოგიგზავნით წერილობით ახსნა-განმარტებას, თუ რატომ ვერ დავაკმაყოფილეთ თქვენი მოთხოვნა. 

შეტყობინება ფინანსური წახალისების შესახებ

ჩვენ შესაძლოა შევთავაზოთ ფასდაკლებები ან სხვა სარგებელი მომხმარებლებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სხვადასხვა დაჯილდოების ან სარეკლამო პროგრამებში, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: (1) მომხმარებლებს შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოიყენოს კოკა-კოლას სარეკლამო კამპანიები, რისთვისაც უნდა შეიყვანონ თავიანთი ელექტრონული ფოსტის მისამართი საიტზე. დამატებითი წესები და პირობები მოცემულია იქვე. (2) მომხმარებლებს შეუძლიათ აკრიფონ და ატვირთონ sip & scan კოდები, რომ მიიღონ წვდომა საპრიზო აქციებზე, გათამაშებებთან და სხვა მსგავს აქტივობებთან. მომხმარებლებს, რომლებიც შევიდნენ თავიანთ Coke.com ანგარიშში sip & scan მონაწილეობისას შეუძლიათ შეინახონ და გაანაღდონ მსგავსი პრიზები. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://us.coca-cola.com/sip-and-scan-faq/. (3) მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან კოკა-კოლას ანგარიში და მიიღონ 15%-იანი ფასდაკლება პირველ შეკვეთაზე. (4) მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ანგარიშისთვის და მიიღონ უფასო ან ფასდაკლებული პროდუქცია. (5) მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კოკა-კოლას სოციალურ სარეკლამო კამპანიებში, კონკურსებსა და გათამაშებაში რომ მიიღონ ამ კამპანიებით, კონკურსებითა და გათამაშებებით გათვალისწინებული სარგებლების მოგების შანსი. 

როგორც წესი, კოკა-კოლა არ ანიჭებს ფულად ან სხვა მონეტარულ მნიშვნელობას მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი სარეკლამო კამპანიების აქტივობები იცვლება გამუდმებით. რამდენადაც კალიფორნიის კანონმდებლობა მოითხოვს, ღირებულება მიენიჭოს მსგავს პროგრამებს ან ფასისა და სერვისის სხვაობას, კოკა-კოლა აფასებს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგროვებული და გამოყენებულია თითოეული პროგრამის ფარგლებში, როგორც ამ პროგრამების ფასდაკლებისა და სხვა ფინანსური წახალისების ტოლფასს. მთლიანი შეგროვებული მონაცემები ფასდება პრაქტიკული და კეთილსინდისიერი ძალისხმევის საფუძველზე. ესენია: (1) პერსონალური ინფორმაციის ტიპი შეგროვებული თითოეული პროგრამის ფარგლებში (მაგ., ელექტრონული ფოსტის მისამართი), (2) კოკა-კოლას მიერ მისი მარკეტინგული მიზნებისათვის მსგავსი ინფორმაციის გამოყენება, (3) წარმოდგენილი ფასდაკლებების დიაპაზონი (რომელიც დამოკიდებულია ამ შეთავაზებიდან თითოეული მომხმარებლის შესყიდვაზე), (4) შესაბამის პროგრამებში ჩარიცხულთა პირების რაოდენობა და (5) პროდუქცია, რომელსაც ეხება სარგებლები (მაგალითად, ფასის სხვაობა). ეს მნიშვნელობები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს აღწერა უარს არ აცხადებს რაიმე სახის საქმიან ან სამსახურეობრივ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, მათ შორის კომერციულ საიდუმლოებებზე და ეს არ წარმოადგენს განცხადებას რომელიც ეფუძნება საყოველთაოდ მიღებულ ბუღალტრულ ან ფინანსური დაანგარიშების სტანდარტებს. 

კალიფორნიის სხვა კანონები უფლებას ანიჭებს მომხმარებლებს მოითხოვონ შეტყობინება იმ პერსონალური ინფორმაციის კატეგორიების გამჟღავნების შესახებ, რომელიც ჩვენ გავუზიარეთ მესამე პირს მათი პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის წინა კალენდარული წლის განმავლობაში. ამ დროისთვის, Coca‑Cola არ უზიარებს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს მათი პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.

კოლორადოს, კონექტიკუტის, იუტა და ვირჯინიას მაცხოვრებელთათვის. კონფიდენციალურობის კანონები ამ შტატებში მომხმარებლებს აძლევენ გარკვეულ უფლებებს მათ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. Coca‑Cola დაიცავს ამ უფლებებს აშშ-ს ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის. ეს უფლებებია:

  • ინფორმაციაზე წვდომის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ წვდომა და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი.

  • წაშლის მოთხოვნის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენ მიერ მოწოდებული ან მიღებული პერსონალური მონაცემების წაშლა.

  • ჩასწორების უფლება: თქვენ გაქვთ უფლება ჩაასწოროთ უზუსტობები თქვენს პერსონალურ მონაცემებში.

  • უარის თქმის უფლება: ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის სარეკლამო და ანალიტიკური სერვისების მომწოდებელ მესამე პირებთან გამჟღავნება შესაძლოა წარმოადგენდეს გაყიდვას გარკვეული კანონმდებლობის თანახმად. დამატებით, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ჩანაწერებს მიზნობრივი რეკლამების უზრუნველყოფისთვის. თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ ამ აქტივობებზე შემდეგი გზით: (ა) აშშ-ს ვებსაიტებზე ბრაუზერის პარამეტრებიდან უარის სიგნალით ან ამ ბრაუზერზე გლობალური კონფიდენციალობის ფუნქციის ჩართვით, (ბ) აშშ-ს ვებსაიტების ქუქი-ჩანაწერების პარამეტრებიდან ქუქი-ჩანაწერებზე უარის გაცხადებით, ან (გ) უარყოფის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: https://us.coca-cola.com/dsrform

დამატებით, კოლორადოს, კონექტიკუტის და ვირჯინიის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გაასაჩივრონ გადაწყვეტილება მათი პერსონალური ინფორმაციის შესახებ და დაგვეკონტაქტონ შემდეგ მისამართზე: privacy@coca-cola.com 

კოკა-კოლა აგროვებს, იყენებს და ამჟღავნებს პერსონალურ ინფორმაციას იმ მიზნებით, რომლებიც ჩამოთვლილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ასევე ნებისმიერი სხვა მიზნებით კანონის შესაბამისად თქვენი წინასწარი შეტყობინების, განცხადების ან ნაგულისხმები თანხმობის საფუძველზე. 

თქვენს ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები. თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომისა და მისი ჩასწორებისთვის, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი ფორმა შემდეგ ბმულზე: https://us.coca-cola.com/dsrform. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შესაძლოა დავადგინოთ თქვენი იდენტობა, სანამ ვიმოქმედებთ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად. 

კვებეკის მაცხოვრებლებისთვის: კვებეკის მაცხოვრებლებს პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და სხვა საკითხებისათვის საკონტაქტო პირია Larissa Barbara Lourenco, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მისამართზე: privacy@coca-cola.com.

ჩილეს მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად, ამ კანონით დაცული ნებისმიერ ინდივიდთან დაკავშირებულ აქტივობას კოკა-კოლა განახორციელებს მხოლოდ ამ ინდივიდების თანხმობის შემდეგ.

ჩილეს მონაცემთა დაცვის კანონი ანიჭებს მაცხოვრებლებს შემდეგ უფლებებს: 

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა

  • არასრული და არასწორი პერსონალური ინფორმაციის ჩასწორების უფლება 

  • პერსონალური ინფორმაციის წაშლის მოთხოვნის უფლება თუ ეს ინფორმაცია ინახება არასამართლებრივი საფუძვლით ან თუ ეს ძველი ინფორმაციაა. 

  • საჭიროების მიხედვით პერსონალური ინფორმაციის წაშლის ან დაბლოკვის მოთხოვნა თუ პერსონალური მონაცემები გადაცემული იყო ნებაყოფლობით ან თუ ისინი გამოიყენება კომერციული კომუნიკაციისათვის და ადამიანს აღარ სურს იყოს შესაბამისი რეესტრის მუდმივი ან დროებითი მონაწილე 

  • პერსონალური ინფორმაციის სარეკლამო ბაზრისთვის, მარკეტინგული კვლევისთვის ან აზრის გამოკითხვისთვის გამოყენების გაპროტესტება

  • პერსონალური ინფორმაციის სამომავლოდ გამოყენების თაობაზე თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თანხმობის გაუქმებამ შესაძლოა შეზღუდოს სერვისების სრული ან მცირე ნაწილის მიწოდების შესაძლებლობა.

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას აკონტროლებს Recofarma Indústria do Amazonas Ltda.

გთხოვთ გაეცანით ჩვენს ცალკეულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ხელმისაწვდომია https://cokeurl.com/cgs82t

მონაცემთა მაკონტროლებელი

სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის მონაცემთა მაკონტროლებელი (იგივე კოკა-კოლას კომპანია, რომელიც ადგენს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზეზებსა და მიზნებს) ევროპის ეკონომიკურ ზონაში, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში არის NV Coca‑Cola Services SA კომპანია რეგისტრირებული ოფისით შემდეგ მისამართზე: Chaussée de Mons 1424, 1070 ბრიუსელი.

დამუშავება

კოკა-კოლას მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პირობები აღწერილია ზემოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, კერძოდ:

  • პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და შეგროვების მიზეზები (ნაწილი 2)

  • როგორ იყენებს კოკა-კოლა თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (ნაწილი 4) და როგორ ავრცელებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (ნაწილი 6)

  • რამდენი ხანი ინახავს კოკა-კოლა თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (ნაწილი 8) 

კოკა-კოლას მიერ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი ბერკეტები

კოკა-კოლას მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი ბერკეტები ეფუძნება იმ კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც მოხდა ამ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. ძირითადად, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ (i) როდესაც კოკა-კოლას სჭირდება იგი თქვენთან ხელშეკრულების გასაფორმებლად (როგორიცაა გამოყენების პირობების ხელშეკრულება), რომელ შემთხვევაშიც ჩვენ გატყობინებთ რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა და რა შეიძლება იყოს შედეგი იმისა, თუ თქვან არ წარმოადგენთ ამ ინფორმაციას.

(ii) როდესაც ჩვენ გვაქვს თანხმობა ამის შესახებ (რომლის თანხმობის უკან გამოთხოვა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით); ან 

(iii) როდესაც დამუშავება წარმოადგენს ჩვენს ლეგიტიმურ ბიზნეს ინტერესს და არ არღვევს კონფიდენციალობის პოლიტიკას ან მომხმარებელთა სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს (მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას იმისათვის, რომ დავიცვათ სერვისების თაღლითური გამოყენება). 

თუ ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე (ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესებიდან), ეს ინტერესები შეიძლება იყოს სერვისების მოწოდება და თქვენთან ამ სერვისების თაობაზე კომუნიკაცია, შეკითხვებზე პასუხების გაცემა, სერვისების გაუმჯობესება, მომხმარებლებისათვის ახალი ფუნქციების ან მომსახურეობების რეკომენდირება, მარკეტინგული აქტივობების ჩატარება და მსგავსი კომერციული ინტერესები რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მოგაწოდოთ სერვისები. ჩვენ შესაძლოა გვქონდეს სხვა ლეგიტიმური ინტერესები და საჭიროების მიხედვით შეგვიძლია ნათლად გავამხილოთ ისინი.

ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ასევე შესაძლოა გვქონდეს სამართლებრივი ვალდებულება შევაგროვოთ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია. თუ ჩვენ გთხოვთ პერსონალური ინფორმაციის მოწოდებას სამართლებრივი მიზნით, ჩვენ შესაბამის დროს ღიად გაცნობებთ სავალდებულოა თუ არა თქვენი პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა და რა შეიძლება იყოს შედეგი იმისა, თუ თქვენ არ წარმოადგენთ ამ ინფორმაციას. 

თუ თქვენ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმ სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე, რომლის თანახმადაც ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე: Privacy@coca-cola.com. 

ქუქი-ჩანაწერების პოლიტიკა

EEA, შვეიცარიასა და ბრიტანეთში კოკა-კოლას აქვს ქუქი-ჩანაწერების პოლიტიკა, რომელიც განცალკავებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკისგან. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ კოკა-კოლას ვებ-გვერდს. 

მონაცემთა სუბიექტების უფლებები

GDPR-ს დასაშვები ფარგლების თანახმად, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში:

  • თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება

  • ჩასწორების უფლება (ანუ შესწორების, განახლების)

  • წაშლის უფლება 

  • დამუშავების შეზღუდვის უფლება 

  • მონაცემთა პორტაბელურობის უფლება (ანუ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ელექტრონული ასლის მიღება სხვა ორგანიზაციისათვის გადაცემის მიზნით). 

  • თანხმობის ნებისმიერ დროს უკან გამოთხოვების უფლება 

თუ თქვენ გსურთ თქვენს მიერ წარსულში კოკა-კოლასთვის წარმოდგენილ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ან მისი ჩასწორება, განახლება, შემცირება, შეზღუდვა, გაპროტესტება ამ წაშლა, ან თუ გსურთ მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ელექტრონული ასლი სხვა კომპანიისათვის გადაცემის მიზნით (სადაც პორტაბელურობის უფლება მონიჭებული გაქვთ კანონმდებლობი), გთხოვთ, განახორციელოთ თქვენი მოთხოვნა შემდეგი გზით:

  • ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ჩვენს ოფიცერს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: dpo-europe@coca-cola.com

გთხოვთ, თქვენს მოთხოვნაში გარკვევით მიუთითოთ, თუ რომელი პერსონალური ინფორმაციის შეცვლა გსურთ, გსურთ თუ არა, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია წაიშალოს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, თუ ითხოვთ სხვა შეზღუდვების დაწესებას ამ ინფორმაციის გამოყენების თაობაზე. თქვენი უსაფრთხოებისათვის, მოთხოვნის შესრულებამდე ჩვენ ვადგენთ თქვენს ვინაობასა და გეოგრაფიულ საცხოვრებელს. ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას რაც შეიძლება მალე, გონივრულად შესაძლებელ ვადაში და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ხშირად გვჭირდება გარკვეული ინფორმაციის შენახვა აღრიცხვის მიზნით და/ან ნებისმიერი ტრანზაქციის დასასრულებლად, რომელიც თქვენ წამოიწყეთ მოთხოვნის გაგზავნამდე (მაგ., როდესაც თქვენ ახორციელებთ შესყიდვას ან მონაწილეობთ სარეკლამო კამპანიაში, თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა ამ შესყიდვის ან სარეკლამო კამპანიის დასრულებამდე შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს). ჩვენ ასევე შესაძლოა ვერ განვახორციელოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა სამართლებრივი მიზეზების გამო.

როგორ დავუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ორგანოებს

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ორგანოები
თქვენ უფლება გაქვთ საჩივარი შეიტანოთ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესის შესახებ ევროკავშირის შესაბამის მონაცემთა დაცვის ორგანოში. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიჰყევით ბმულს აქ. 

შვეიცარიის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი
ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის ფედერალური კომისრის ოფისი (FDPIC)
Feldeggweg 1
CH - 3003 Berne
ტელ.: 41 (0)58 462 43 95 (mon.-fri., 10-12 am)
ტელეფაქსი: 41 (0)58 465 99 96
https://www.edoeb.admin.ch/edoeb/en/home/the-fdpic/contact/address.html

გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი 
საინფორმაციო კომისრის ოფისი (ICO)
Wycliffe House, Water Lane, Wilmslow Cheshire SK9 5AF
ტელეფონი: 0303 123 1113
ფაქსი: 01625 524510
https://ico.org.uk/global/contact-us/

კონფიდენციალურობის პოლიტიკას არეგულირებს მოქმედი კანონი ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ 2000, ასევე შესაბამისი უსაფრთხოების პრაქტიკა და პროცედურები ან საინფორმაციო წესები 2011 და ზედმიწევნით
ინფორმაციული ტექნოლოგიები (შუამავლების გზამკვლევი) წესები, 2011, გამოშვებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების კანონის თანახმად 2000.

კოკა-კოლა India Private Limited (CCIPL)-ის მიერ მითითებული საჩივრების განხილვის ოფისის ელექტრონული ფოსტის მისამართია: grievanceofficerprivacyindia@coca-cola.com

CCIPL-ის რეგისტრირებული ოფისი: Plot No. 1109-1110, Village Pirangut, Taluka Mulshi, Distt. Pune

CCIPL-ის კორპორატიული ოფისი: 1601-1701, One Horizon Center, DLF Golf Course Road, Phase V, Sector 43, Gurgaon, Haryana

გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ცალკეული კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ მისამართზე: https://cokeurl.com/rb7p5c

კოკა-კოლას მექსიკის კონფიდენციალურობის დებულება არეგულირებს მექსიკის მაცხოვრებელთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას მექსიკის კანონმდებლობის თანახმად, LEY FEDERAL DE PROTECCIÓN DE DATOS PERSONALES EN POSESIÓN DE LOS PARTICULARES.

გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ცალკეული კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ მისამართზე: https://cokeurl.com/4utd7g

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას აკონტროლებს: Servicios Integrados de Administración y Alta Gerencia, S. de R.L de C.V., The Coca‑Cola Export Corporation, Sucursal En México, Rubén Darío 115, Col. Bosque de Chapultepec, CP 11580, CDMX. ტელ.: +5255.5262.200

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელია Instituto Nacional de Transparencia, Acceso a la Información y Protección de Datos Personales

მექსიკის კონფიდენციალურობის შეტყობინების თაობაზე გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: avisodeprivacidad@coca-cola.com.mx.

კოკა-კოლა არ აგროვებს დაბადების სრულ თარიღს ფილიპინების მაცხოვრებელთაგან. იმ შემთხვევაში, თუ კოკა-კოლა გაცნობიერებულად აგროვებს 18 წლამდე ასაკის პირის პერსონალურ ინფორმაციას, იგი მოიპოვებს მშობლის თანხმობას ამის თაობაზე.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონტროლიორია Coca‑Cola Far East Ltd. (ფილიპინების რეგიონალური ოპერაციული შტაბი) და Coca‑Cola Export Corporation (ფილიპინების ფილიალი) 

გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ცალკეული კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ მისამართზე: https://cokeurl.com/eljncr

ტაილანდის პერსონალური ინფორმაციის დაცვის აქტი 2019 წ. არეგულირებს ტაილანდის მაცხოვრებელთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის მაკონტროლებელია Coca‑Cola (ტაილანდი) Ltd. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: privacythailand@coca-cola.com.

ქვემოთ მოცემულია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლებების მიმოხილვა:

თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება 

თქვენ უფლება გაქვთ მოიპოვოთ დასტური, ვამუშავებთ თუ არა თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, მიიღოთ თქვენი იმ პერსონალური ინფორმაციის ასლი, რომელიც იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ და, ასევე, მოიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ და რატომ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. 

პირადი ინფორმაციის გასწორება/ჩასწორების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ჩასწორება, როდესაც იგი არასწორია (მაგალითად, თქვენი სახელის ან მისამართის ჩასწორება) და ასევე არასრული ინფორმაციის შევსება. როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია ჩვენი ინფორმირების შემდეგ, რომ ინფორმაცია არასწორია, ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის ცვლილებებს თქვენი ინფორმაციის საფუძველზე.

ინფორმაციის წაშლის/დავიწყების მოთხოვნის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა შემდეგ შემთხვევებში: 

  • როდესაც პერსონალური ინფორმაცია აღარ წარმოადგენს აუცილებლობას იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც ის თავდაპირველად შეგროვდა.

  • როდესაც ჩვენი სამართლებრივი ბერკეტი თქვენი თანხმობაა და თქვენ გააუქმებთ ამ თანხმობას, ხოლო ჩვენ აღარ გვრჩება სამართლებრივი ბერკეტი ინფორმაციის დასამუშავებლად.

  • როდესაც ჩვენი სამართლებრივი ბერკეტი ჩვენი ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესია და თქვენ ასაჩივრებთ ინფორმაციის დამუშავებას, ხოლო ჩვენ აღარ გვაქვს რაიმე საფუძვლიანი ლეგიტიმური ბერკეტები.

  • თქვენ ასაჩივრებთ ჩვენ მიერ ინფორმაციის პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის დამუშავებას.

  • თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდა არაკანონიერი გზით.

  • თქვენი პერსონალური ინფორმაცია უნდა წაიშალოს ჩვენზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებით. 

დამუშავების შეზღუდვის უფლება 

თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შემდეგ შემთხვევებში: 

  • თქვენ ასაჩივრებთ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის სიზუსტეს. ჩვენ უნდა შევზღუდოთ სადავო ინფორმაციის დამუშავება იქამდე, სანამ დავადგენთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის სისწორეს. 

  • პერსონალური ინფორმაცია უნდა წაიშალოს ან განადგურდეს, მაგრამ ამის მაგივრად თქვენ ითხოვთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შეზღუდვას. 

  • შეგროვების მიზნით თქვენი პერსონალური ინფორმაციის შენახვა აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, მაგრამ თქვენ ითხოვთ ინფორმაციის შენარჩუნებას სამართლებრივი საჩივრის ჩამოყალიბებისთვის, შესაბამისობის დასადგენად, სამართლებრივი დავის ან სამართლებრივი დაცვის მიზნით. 

  • პერსონალური ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სამართლებრივი მიზნებისათვის ან აუცილებელია სამართლებრივი დავისთვის (დადგენის, წარდგენის, განხორციელების ან დაცვის) ან აუცილებელია ჩვენთვის საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის.

თქვენი უფლება დამუშავების გასაჩივრების თაობაზე

თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შემდეგ შემთხვევებში: 

  • პერსონალური ინფორმაცია შეგროვდა შემდეგი აუცილებლობის გამო: 

  • საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ მიერ დავალების შესრულების გამო ან ჩვენზე მონიჭებული სამსახურეობრივი უფლებამოსილებით და კოკა-კოლას ლეგიტიმური ინტერესით

  • შეგროვდეს, გამოიყენოს ან გამჟღავნდეს პერსონალური ინფორმაცია პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის; 

  • შეგროვდეს, გამოიყენოს ან გამჟღავნდეს პერსონალური ინფორმაცია პირდაპირი მეცნიერული, ისტორიული ან სტატისტიკური კვლევების მიზნებისათვის; 

შენიშვნა: ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ თქვენი განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუ დავამტკიცებთ, რომ (i) არსებობს ამ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მნიშვნელოვანი კანონიერი საფუძვლები, ან ეს აუცილებელია სამართლებრივი დავების ფარგლებში მისი წამოწყებისთვის, ინფორმაციის წარდგენისთვის, დავის განხორციელებისთვის ან დაცვისთვის ან (ii) თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია მეცნიერული, ისტორიული ან სტატისტიკური კვლევების მიზნებისათვის ან საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის.

ინფორმაციის პორტაბელურობის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც წარმოგვიდგინეთ ჩვენ და ასევე გაქვთ უფლება გაუგზავნოთ ეს ინფორმაცია სხვა იმ ორგანიზაციას (ან გვთხოვოთ ჩვენ გავაკეთოთ ასე, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია), როდესაც:

  • ჩვენი კანონიერი საფუძველი თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე არის თანხმობა ან აუცილებლობა ჩვენს შორის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად და

  • დამუშავება მიმდინარეობს ავტომატური საშუალებებით. 

თანხმობის ნებისმიერ დროს უკან გამოთხოვების უფლება

როდესაც ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას თანხმობის საფუძველზე, პირებს უფლება აქვთ უკან გაითხოვონ ეს თანხმობა ნებისმიერ დროს. როგორც წესი, ჩვენ არ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას თანხმობის საფუძველზე (რადგანაც შესაძლებლობა გვაქვს დავეყრდნოთ სხვა კანონიერ საფუძვლებს).

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელია:

ტაილანდის პერსონალური მონაცემების დაცვის კომისია
ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების სამინისტრო
მისამართი: No. 120, Moo 3, The Government Complex, Tower B, Changwattana Road, Lak Si, Bangkok, Thailand, Bangkokტელ.: 662-142-1033, 662-141-6993
ელფოსტა: pdpc@mdes.go.th
ვებსაიტი: https://www.mdes.go.th/mission/82

კოკა-კოლა გაძლევთ შესაძლებლობას რომ გადახედოთ, ჩაასწოროთ ან შეცვალოთ ის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მანამდე მოგვაწოდეთ ამ უფლებების დასაცავად, გთხოვთ:

  • გააგზავნოთ ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: cocacoladanismamerkezi@eur.ko.com

  • დაგვირეკეთ ჩვენს უფასო ნომერზე: 0 800 261 1920

გთხოვთ, თქვენს მოთხოვნაში გარკვევით მიუთითოთ, თუ რომელი პერსონალური ინფორმაციის შეცვლა გსურთ, გსურთ თუ არა, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია წაიშალოს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, თუ ითხოვთ სხვა შეზღუდვების დაწესებას ამ ინფორმაციის გამოყენების თაობაზე. თქვენი უსაფრთხოებისათვის, მოთხოვნის შესრულებამდე ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ თქვენი პიროვნების დადასტურება და გეოგრაფიული საცხოვრებელი. ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას რაც შეიძლება მალე, გონივრულად შესაძლებელ ვადაში და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

* * * * *

ქვემოთ მოცემულია დამატებითი ინფორმაცია კოკა-კოლას ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მოქმედებს როგორც თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონტროლიორი თქვენი საცხოვრებელი მისამართების მიხედვით:

ბანგლადეში
Coca‑Cola Bangladesh Beverages Limited
Crystal Palace (11th Floor), Rd 140, Dhaka 1212, Bangladesh

ბუტანის სამეფო
TASHI BEVERAGES LIMITED
POST BOX # 267, PASAKHA BHUTAN.
00975-77190300 (O)

ჩილე
Coca‑Cola de Chile S.A
Avenida Presidente
Kennedy 5757 Piso 12
Las Condes, Santiago

კოლუმბია
Coca‑Cola Bebidas de Colombia, S.A.
AK45 #103-60. Piso 8.
Bogotá, Colombia.
ტელ.: 638-6600

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი:
Superintendencia de Industria y Comercio (SIC)
https://www.sic.gov.co 
Carrera 13 No. 27 - 00, Pisos 1 y 3
Línea Gratuita Nacional:
01 8000 910165
contactenos@sic.gov.co

კოსტა რიკა
Coca‑Cola Industrias SRL
Plaza Tempo, Oficinas Corporativas, Escazú, Sab José, Costa Rica

მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი:
Agencia de Protección de Datos de los Habitantes (PRODHAB).
prodhab.go.cr.
San Pedro de Montes de Oca, Alameda, Avenida 7 y calle 49, edificio Da Vinci.
Sistema Costarricense de Información Jurídica (pgrweb.go.cr)

დომინიკელთა რესპუბლიკა
Distrito La Hispaniola Compañía De Servicios, S.R.L.,
Avenida Winston Churchill, Torre Acrópolis, Piso 12, Ensanche Piantini
ადრესატი: Santiago Carrasco

ეკვადორი
Coca‑Cola de Ecuador. S.A.
Republica de El Salvador N36.230 y Naciones Unidas. Edificio Citibank Piso 1.
Quito, Ecuador
ტელ.: 593 2 382 622
ადრესატი: Mariana Rosalba 

ინდონეზია
PT კოკა-კოლა ინდონეზია
South Quarter Tower B, Penthouse Floor, Jl. R. A. Kartini Kav. 8, Cilandak Barat, Jakarta Selatan

მალდივების რესპუბლიკა
Male Aerated Water Company
5GH7+CG8, Boduthakurufaanu Magu, Malé, Maldives

ნეპალი
Bottlers Nepal Limited and Bottlers NepaL

Bottlers Nepal Limited,
Balaju Industrial District, Balaju,
Kathmandu, Nepal, P.O. Box: 2253
+977-01-4352986, +977-01-4352988

Bottlers Nepal (Terai) Limited, 
Gondrang, Bharatpur-9, Chitwan, 
Nepal, P.O. Box: 20
+977-056420216

პერუ
კოკა-კოლა Servicios de Perú, S.A.
República de Panamá 4050. 
Surquillo.
ლიმა, პერუ
ტელ.: (511) 411-4200
ადრესატი: Maria Sol Jares
მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი:
Autoridad Nacional de Protección de Datos Personales
https://www.gob.pe/anpd
Scipión Llona 350 Miraflores - Lima - Perú
protegetusdatos@minjus.gob.pe

ფილიპინები
Coca‑Cola Far East Ltd. (ფილიპინების რეგიონალური ოპერაციული სათაო ოფისი)
24th Floor, Six/NEO Bldg., 5th Ave cor. 26th Street, Bonifacio Global City, Taguig
კოკა-კოლას ექსპორტის კორპორაცია (ფილიპინების ფილიალი)
24th Floor Net Lima
Building 5th Avenue corner 26th Street Bonifacio Global City Taguig, Manila, 1634 Philippines

შრი-ლანკა
Coca‑Cola Beverages Sri Lanka Limited
B214, Biyagama Road, Colombo, Sri Lanka

Ukraine
Coca‑Cola Ukraine Limited LLC
139 Velyka Vasylkivska Street, 13 floor
Velyka Vasylkivska Kyiv, 03150
Ukraine

ვიეტმანი
Coca‑Cola Southeast Asia, Inc.
235 Dong Khoi Street, District 1, Ho Chi Minh City