კოკა-კოლა Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივის მომხმარებლის პირობები
გაფორმების თარიღი: 2023 წლის 12 სექტემბერი
მადლობას მოგახსენებთ, იმისთვის რომ იყენებთ ჩვენს კოკა-კოლას Y3000 ხელოვნური ინტელექტის კამერის ობიექტივს (the Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივი) .
ეს კოკა-კოლას Y3000 მომხმარებლის პირობები (Y3000 პირობები) ეხება თქვენს მიერ Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივის გამოყენებას.ეს Y3000 პირობები თან ერთვის ჩვენს ძირითად კოკა-კოლას მომსახურების პირობებს (კოკა-კოლას პირობები). Y3000 პირობებსა და კოკა-კოლას პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება Y3000 პირობებს. ეს Y3000 პირობები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ.
Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ კამერა თქვენს მობილურ მოწყობილობაში, გადაიღოთ თქვენს გარშემო ფოტო ან ატვირთოთ იგი. ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის გამოყენებით, Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივი შექმნის ახალ სურათს თქვენი მდებარეობის "ფუტურისტული" ვერსიით (შექმნა).
უცვლელი დიფუზიის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივი დაამუშავებს კონტენტს თქვენი ნამუშევრისთვის (უცვლელი დიფუზია). უცვლელი დიფუზია არის ღია-წყაროს მანქანური სწავლის მოდელი, რომელსაც შეუძლია ტექსტიდან შექმნას სურათები, ამ ტექსტის საფუძველზე გადააკეთოს სურათები, ან დეტალებით შეავსოს დაბალი რეზოლუციის ან მცირე -დეტალების მქონე სურათები. უცვლელი დიფუზია შეიქმნა სტაბილურობის ხელოვნური ინტელექტის მიერ და პირველად საჯაროდ გამოვიდა 2022 წლის 22 აგვისტოს. უცვლელი დიფუზიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ https://stable-diffusion-art.com/how-stable-diffusion-work. უცვლელი დიფუზიის ღია-წყაროსწ ლიცენზიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ 12 პარაგრაფი.
ეს პირობები მოქმედებს Y3000 ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებისთვის ზემოაღნიშნული ძალაში შესვლის დღეს. ეს პირობები გამოიყენება ნებისმიერ საიტზე, სადაც ისინი მიბმულია ან განთავსებულია.
Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივი არ საჭიროებს არც ანგარიშის შექმნას და არც კოკა-კოლასათვის ნებისმიერი ისეთი პირადი ინფორმაციის გაზიარებას, როგორიცაა სახელი, ელ-ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი.
კოკა-კოლა აგროვებს მონაცემებს, იმის შესახებ თუ როგორ იყენებთ Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივს, მათ შორის ქუქი-ფაილებთან დაკავშირებულ მონაცემებს, IP მისამართს (რომელიც კანონის მიხედვით პირად ინფორმაციად ითვლება), რამდენჯერ იყენებთ Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივს,
და თქვენი მოწყობილობის სამუშაო სისტემას (მაგ: ტიპი, გამოყენებული ენა), თუმცა მონაცემები არ ახდენს თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. ეს ყველაფერი ახსნილია ჩვენს კონფიდენციალურობის უპირატესობის ცენტრში (ქუქის უპირატესობის ხელსაწყო) რასაც თქვენ ეთანხმებითY3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივის პირველად გამოყენებისას.
გარდა ამისა, Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივი არ ინახავს თქვენს ორიგინალ ფოტოს. თუ თქვენ არ ჩამოტვირთავთ თქვენს ნამუშევარს, თქვენ არ გექნებათ მასთან ხელახალი წვდომა. კოკა-კოლა თქვენს ნამუშევარს შეინახავს 2023 წლის 31 დეკემბრამდე, ბიზნესისა და სარეკლამო მიზნებისათვის.
თქვენს ნამუშევარს ავტომატურად მიენიჭება შემდეგი ნიშანი: „შექმნილია კოკა-კოლას Y3000 ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“, ამგვარად სხვებისთვის ცნობილი იქნება რომ თქვენი ნამუშევარი შექმნილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
კოკა-კოლასა და თქვენს შორის, ნამუშევარი გეკუთვნით თქვენ.
თუმცა, Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივისთვის კონტენტის შექმნით, რაც ნებადართულია კანონით, თქვენ თანახმა ხართ კოკა-კოლას მიანიჭოთ შეუზღუდავი, მუდმივი, მსოფლიოს მასშტაბით, არა-ექსკლუზიური, ჰონორარის გარეშე, სრულად-გადახდილი უფლება და ლიცენზია (და მრავალი ეტაპების საშუალებით ქვე-ლიცენზირების უფლება) რათა გამოიყენოს, უმასპინძლოს, შეინახოს, აწარმოოს, შეცვალოს, საჯაროდ აჩვენოს, შექმნას, თარგმნოს, შექმნას მეორეული ნამუშევრები, გაავრცელოს და სხვაგვარად გაამჟღავნოს თქვენი ქმნილება მესამე მხარეებზე, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი მიზნობრიობით (მათ შორის სარეკლამო მიზნებისათვის) და ნებისმიერ მედიაში, რომელიც ცნობილია ახლა ან კანონის ფარგლებში შექმნება შემდგომში („შექმნის ლიცენზია“).
თქვენ გესმით, რომ კოკა-კოლა და მისი შვილობილი კომპანიები ვალდებულნი არ არიან გამოიყენონ თქვენი ნამუშევარი. შექმნის ლიცენზიით არანაირი მორალური უფლებები არ გადადის კოკა-კოლაზე. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ თანახმა ხართ ხელი მოაწეროთ კოკა-კოლას ან მის მიერ დანიშნული პირების მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას იმ უფლებების დასაბუთებისთვის, რომლებსაც თქვენ ანიჭებთ კოკა-კოლას ამ კონტენტის ლიცენზიაში.
როდესაც ქმნით ნამუშევარს, თქვენ წარადგენთ და გარანტიას აძლევთ კოკა-კოლას, რომ
ა. თქვენ უფლებამოსილი ხართ გასცეთ ზემოთ მოცემული შექმნის ლიცენზია.
ბ. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, თქვენი ნამუშევარი შეგნებულად არ არღვევს სხვა პირის ან სუბიექტის უფლებებს, როგორიცაა კონფიდენციალურობისა და საჯაროობის უფლებები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
გ. თქვენი ნამუშევარი შეესაბამება ამ Y3000 პირობებსა და კოკა-კოლას მომსახურების პირობებს.
დ. თქვენი ნამუშევარი არ არღვევს მოქმედ კანონ,ს წესებსა და რეგულაციებს.
თქვენი ნამუშევრის შექმნით, თქვენ თანახმა ხართ, რომ:
ა. თქვენ არ ეცდებით შექმნათ, ატვირთოთ, ან გააზიაროთ კონტენტი, რომელიც:
i. შეიცავს ნამდვილი ადამიანების ფოტოებს (მათ შორის ნებისმიერი ცნობილი ადამიანის, პოლიტიკური ფიგურის, ან 18 წლამდე არასრულწლოვნების ფოტოებს) ან ნებისმიერ თქვენს ან ნებისმიერი სხვა პირის პირად ინფორმაციას (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ან ელ-ფოსტის მისამართი) .
ii. შეურაცხყოფას ან დაცინვას კოკა-კოლას, მისი თანამშრომლების, პროდუქტების, ან სერვისების ან Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის ან მხარის მიმართ.
iii. შეიცავს ბრენდის სახელებს, ბრენდის ლოგოს, ან სავაჭრო ნიშნებს, გარდა კოკა-კოლას მფლობელობაში არსებულისა.
iv. შეიცავს სახელებს, მსგავსებას, ხმებს, ან სხვა ინდიკატორს, რომელიც ახდენს ცნობილი და საზოგადო ფიგურების, ცოცხალის თუ გარდაცვლილის იდენტიფიცირებას, ან ჰგავს ცოცხალ ან გარდაცვლილ ცნობილ ან საზოგადო ფიგურებს.
v. შეიცავს მასალას, რომელსაც კოკა-კოლა მიიჩნევს ცრუდ, შეუსაბამოდ, უხამსად, პორნოგრაფიულად, დანაშაულებრივად, ცილისმწამებლურად ან სახელის გამტეხავად.
vi. შეიცავს მასალას, რომელიც რომელიც საფრთხეს უქმნის კერძო პირს ან ჯგუფს.
vii. შეიცავს მასალას, რომელიც კოკა-კოლას შეხედულებით ხელს უწყობს ფანატიზმის, რასიზმის, სიძურვილის ან ზიანის გავრცელებას ნებისმიერი ჯგუფის ან კერძო პირის წინააღმდეგ, ან ხელს უწყობს დისკრიმინაციას რასის, სქესის, რელიგიის, ეროვნების, ქმეედუუნარობის, სექსუალური ორიენტაციის ან ასაკის მიხედვით.
viii. შეიცავს მასალას, რომელსაც კოკა-კოლა მიიჩნევს (ან ხელს უწყობს საქმიანობას, რომელიც არის) სექსუალურად გამოხატულად ან დამაფიქრებლად, უხამსად, პორნოგრაფიულად, ძალადობრივად (მაგ: მკვლელობას, იარაღის გაყიდვას, სისასტიკეს, შეურაცხყოფას და ა.შ.), რომელიც არღვევს აწინააღმდეგება ნებისმიერი იმ იურისდიქციის კანონებსა და რეგულაციებს, სადაც იგი შეიქმნა (მაგ. არასრულწლოვანთა მიერ სასმელის მიღება, ნივთიერების ბოროტად გამოყენება, კომპიუტერის გატეხვა და ა.შ.), შეიცავს, შეურაწყოფის მიყენებას, მუქარას, გინებას, ცილისწამებას ან სხვაგვარად არღვევს ან ბღალავს კოკა-კოლას სახელს.
ბ. თუ თქვენ გააზიარებთ თქვენს ნამუშევარს, თქვენ არ დაფარავთ ან დაბლოკავთ ნიშანს “შექმნილია კოკა-კოლას Y3000 ხელოვნური ინტელექტის საშუალებით” და არ ეცდებით დაფაროთ თქვენს ნამუშევარში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენება.
გ. თქვენ არ წარადგენთ ნამუშევარს, ისე თითქოს შექმნილი იყოს სრულად ადამიანის მიერ ან იყოს უცვლელი ფოტო.
დ. თქვენი ნამუშევარი არ უნდა იქნას გამოყენებული ისე, რომ მოატყუოს ან გამიზნული იყოს ნებისმიერი ადამიანის მოტყუებაზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ თქვენი ნამუშევრისს შესაქმნელად.
ე. თქვენმა ნამუშევარმა არ უნდა წარმოადგინოს თქვენი კუთვნილება რომელიმე პირთან ან ორგანიზაციასთან ან შექმნას შთაბეჭდილება, რომ თქვენი ნამუშევარი მოწონებულია კოკა-კოლას ან რომელიმე სხვა პირის ან სუბიექტის მიერ, თუ ეს ასე არ არის.
Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივის საშუალებით მავნე და ტყუილისშემცველი კონტენტის შექმნის რისკის შესამცირებლად, Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივი უარყოფს სურათების ატვირთვას, რომელიც შეიცავს რეალისტურ სახეებს და საჯარო ფიგურების, მათ შორის ცნობილი და გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურების, ასევე ნებისმიერი შინაარსის მსგავსების შექმნას, რომელიც მიეკუთვნება ზემოთ მოცემულ მე-9 პუნქტში აღწერილ გამოყენების აკრძალვებს.
თქვენ გესმით, რომ Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივს შეუძლია შექნას ნამუშევარი, რომელიც ჰგავს რეალურ ადგილს, შენობას, პროდუქტს ან სხვა. თქვენ გესმით, რომ თქვენი ნამუშევარი შექმნილია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყებით, არის წარმოსახვითი, და გამოიყენბა მხოლოდ გართობის მიზნით. გარდა ამისა, როგორც ხელოვნური ინტელექტის მოდელი, სურათები დაფუძნებულია იმ მონაცემებზე, რომესაც იგი სწავლობდა, რაც შეიძლება შეიცავდეს მიკერძოებულ ან არასრულ ინფორმაციას. ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ მიკერძოება, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივის პოტენციური შეზღუდვების შესახებ.
Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივზე წვდომით და გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ამ კონტენტის უარყოფის შეზღუდვის პირობებს.
Tუცვლელი დიფუზიის ღია წყაროს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არის Y3000 ხელოვნური ინტელექტის ობიექტივის ნაწილი, გამოიყენება MIT ლიცენზიისა და სხვა ლიცენზიების, პასუხისმგებლობის უარყოფისა და სამართლებრივი პირობების შესაბამისად, და ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://github.com/Stability-AI/stablediffusion/tree/main და შემდეგნაირად:
საავტორო უფლება (გ) 2022
ნებართვა უფასოდ ენიჭება ნებისმიერ იმ პირს, რომელიც იძენს ამ პროგრამული უზრუნველყოფის ასლს და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფაილებს („პროგრამული უზრუნველყოფა“), რათა ისარგებლოს ამ პროგრამული უზრუნველყოფით შეუზღუდავად, მათ შორის, გამოყენების, კოპირების, შეცვლის, შერწყმის უფლებების შეზღუდვის გარეშე. რათა გამოაქვეყნოს, გაავრცელოს, გაუწიოს ლიცენზირება და/ან გაყიდოს პროგრამული უზრუნველყოფის ასლები და გადასცეს უფლება იმ პირებს, რომლებსაც ეს პროგრამული უზრუნველყოფა მიეწოდება, შემდეგი პირობების დაცვით:
ზემოთ არნიშნული საავტორო უფლების შეტყობინება და ეს ნებართვა თანდართული უნდა იყოს პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ასლსა თუ ნივთობრივ ნაწილებზე. პროგრამული უზრუნველყოფა მოცემულია „როგორც არის“, ყველანაირი სახის გარანტიის გარეშე, რომელიც გამოხატულია ან ნაგულისხმევია, მათ შორის მაგრამ არ შემოიფარგლება სავაჭრო გარანტიებით, შესაბამისი მიზნისათვის ვარგისიანობით და დაურღვევლობისთვის. არავითარ შემთხვევაში, ავტორები ან საავტორო უფლებების მფლობელები პასუხისმგებელნი არ იქნებიან ამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არსებულ პრეტენზიებზე, ზარალზე ან სხვა პასუხისმგებლობაზე, კანონდარღვევაზე თუ სხვაგვარად, რომელიც წარმოიშობა პროგრამული უზრუნველყოფის მიღმა ან მასთან კავშირში ან გამოყენებასთან ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიმდინარე სხვა საქმიანობით.